… როცა „მარიფილდზე“ პირველი ტაიმი დასრულლდა, ედინბურგის ჰაერში უდიდესი სენსაციის სურნელი ტრიალებდა. გულს ბორჯღალოსანთა მორიგი ტრიუმფი სურდა, მაგრამ ცივი გონება გკარნახობდა, რომ შოტლანდიელები ასე მარტივად არ დათმობდნენ თამაშს. ასეც მოხდა – პირველი ტაიმის 0:6-ის მერე „ნარშავებმა“ კოსმოსური სიჩქარეები ჩართეს და რა სამწუხაროდაც უნდა ჟღერდეს, მაგრამ ქართული დაცვა წალეკეს. 33:6 – ასეთია შოტლანდიისა და საქართველოს მორაგბეთა...
ჭდე: ლაშა ჯაიანი
ჯაიანი დაბრუნდა!
საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგაში მორიგი, 24-ე ტური გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 13-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო. პრო დ2-ის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ლიგაში სატურნირო ვითარება უკიდურესად დაიძაბა და ეს როგორც ლიდერთა ჯგუფს ეხება, ისე გასავარდნი ზონის წარმომადგენლებს. ერთპიროვნულ ლიდერ „ოიონაქსს“ პირველობა ფაქტობრივად განაღდებული აქვს, რადგან დღეისთვის ეს გუნდი უახლოეს მდევარ „გრენობლს“ მთელი 19 ქულით...
ორი ლელო ორიაკისგან
საფრანგეთის სარაგბო ლიგა პრო დ2-ში ტური არ გავა ისე, რომ ქართველებმა ლელო არ გაიტანონ. პირველ ტურში თავი „ორიაკის“ ბორჯღალოსანმა კვაჭმა ლუკა ნიორაძემ გამოიჩინა, ერთი კვირის წინ იგივე კლუბის უკანახაზელმა გიორგი გოგოლაძემ დადო ლელო, ხოლო გასულ ტურში კვლავ „ორიაკის“ შემადგენლობაში ერთბაშად ორმა ბორჯღალოსანმა დაამიწა ბურთი მეტოქე „მასის“ ჩათვლის მოედანზე. „ორიაკმა“ 36:29 მოიგო და შეხვედრის 49-ე წუთზე...
თედოს გარდასახვის ამარა
პრო დ2-ის მეორე ტურის შემდეგ ლიგას ერთობ მოულოდნელი ლიდერი ჰყავს: „რუანმა“ „კოლომიეს“ 22:10 მოუგო და 8 ქულით ცხრილის მწვერვალზე დადგა. ამდენივე ქულა, ოღონდ უარესი დამატებითი მაჩვენებლებით, „გრენობლსაც“ აქვს, რომელმაც „აჟენს“ სტუმრად 16:11 მოუგო და ამ გამარჯვებაში 52-წუთიანი დომინანტური თამაშით წვლილი ზურა ჟვანიამაც შეიტანა. მესამე-მეოთხე ადგილებზე 6-6 ქულით „ოიონაქსი“ და „მონ-დე-მარსანი“ დაფუძნდნენ. პირველმა დიდი ანგარიშით –...
შავი ლომი ევროპის სუპერთასზე
„რაგბი ევროპამ“ საკლუბო ტურნირი დააანონსა, სახელწოდებით „რაგბი ევროპის სუპერთასი“. შეჯიბრებაში 6 ფრენჩაიზი და ორი რუსული კლუბი მონაწილეობას მიიღებს. 8 მონაწილე ორ ჯგუფად გაიყოფა – დასავლეთ და აღმოსავლეთ დივიზიონებად და ამ უკანასკნელში ისრაელის „თელ ავივ ჰიპთან“, კრასნოიარსკის „ენისეისა“ და „ლოკომოტივ-პენზასთან“ ერთად მონაწილეობას ახლახან შექმნილი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი „შავი ლომიც“ მიიღებს. ჯგუფური ეტაპი ორ წრედ გაიმართება, სტარტს...




