ეს იყო ნამდვილი სარაგბო დღესასწაული! და არა მხოლოდ სარაგბო, რადგან რეფერის საფინალო სასტვენის შემდეგ, როცა ლუკა მატკავამ თავისი მეათე ზუსტი გარდასახვით საქართველოსა და გერმანიის მორაგბეთა ნაკრებების მატჩს წერტილი დაუსვა და საბოლოო ანგარიში – 75:12 დააფიქსირა, აშკარად გამოჩნდა, რომ მინდორზე კიდევ რაღაც საინტერესო უნდა მომხდარიყო. მოლოდინი ძალზე გულისამაჩუყებელი მოვლენით დაგვირგვინდა: ყველაზე ტანმაღალმა ბორჯღალოსანმა ნოდარ ჭეიშვილმა თანაგუნდელებისგან...
ჭდე: ლაშა მალაღურაძე
მე-5 ცენტურიონი, 34-ე კაპიტანი…
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2023, სამსოფლიოთასო წელს „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატით იწყებს. ტურნირი ახალი ფოემატით ტარდება: ალაფის (რანგით მეორე) დივიზიონიდან არა მისი შარშანდელი გამარჯვებული, არამედ სამი საუკეთესო გუნდი დაწინაურდა, ჩემპიონშიპიდან (სადაც ბორჯღალოსნები ბოლო 5 გათამაშება დაუმარცხებლები არიან) არავინ დაქვეითებულა, თუ არ ჩავთვლით რუსეთის დისკვალიფიკაციას. ჰოდა მივიღეთ ოქტეტი, რომელიც ორ კვარტეტად დაიყო. დანარჩენი შემდეგნაირად მოხდება: ა ჯგუფის გამარჯვებული...
შოტლანდიამდე…
ვაკეში ვერგავსებულ „მიხეილ მესხზე“ ნამდვილი სარაგბო თრილერი გათამაშდა. ამხანაგური და საწვრთნელი სტატუსის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა და სამხრეთაფრიკულმა „საუზერნ კინგსმა“ ერთმანეთს უშეღავათო ბრძოლა დაუპირისპირეს და ეს ეხება სათამაშო დროის 80-ვე წუთს. გუნდებს განსხვავებული მიზნები აქვთ: ბორჯღალოსნები მსოფლიო თასისთვის ემზადებიან, ხოლო „სამხრეთელი მეფეები“ – პრო 14-ის ახალი სეზონისთვის. მაგრამ თამაშის მსვლელობას თუ გავიხსენებთ, მართლაც მოულოდნელი იყო ორივე...


