პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას კიდევ ერთი მედალი შეემატა. რიგით მეოთხე მედალი მოკრივე ლაშა გურულმა ირგუნა და ბრინჯაოს დასჯერდა. გურულს (63.5 კგ) ბრინჯაო დაბევებული ჰქონდა, რადგან ნახევარფინალში იყო გასული. იქ კი მისი მეტოქე კუბელი ერისლანდ ალვარეს ბორხესი იყო და თუ ჩვენებური გაიმარჯვებდა, მედლის ხარისხს გაიუმჯობესებდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. სამივე რაუნდის განმავლობაში კუბელი მოკრივის უპირატესობა...
ჭდე: ლაშა გურული
გურულმა მედალი დაიბევა
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაცია კიდევ ერთი მედალი გარანტირებული აქვს – მოკრივე, ლაშა გურული (63.5 კგ) ნახევარფინალში გავიდა და ბრინჯაოს მედალი დაიბევა, თუმცა, ოქროსთვის ბრძოლას აგრძელებს. 27 წლის ქართველი თავის წონით კატეგორიაში მეშვიდე ნომრად იყო განთესილი, მაგრამ უკვე ოთხეულშია. მეოთხედფინალურ ბრძოლაში ჩვენებურის მეტოქე ყაზახი ბაზარბაი მუხამედსაბირი იყო. გურული ჩხუბის პირველ რაუნდში დამარცხდა – ხუთივე მსაჯის გადაწყვეტილებით...
უმედლობა გრძელდება
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართული უმედლობა გრძელდება. უკვე მესამე დღე მიილია და ჩვენი დელეგაციის მონაგარში ისევ ნულები წერია. ერთადერთი, ვინც ჯერ გაგვახარა მოკრივე ლაშა გურულია (63,5 კგ.), ვინაც მერვედფინალში აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი უშანსოდ დატოვა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა – 5:0. გურული მეოთხედფინალში გავიდა და მეტოქეს ელოდება, რომელიც მოგვიანებით გაირკვევა. მეოთხედფინალში გამარჯვებით, ლაშა ოლიმპიურ მედალს გაინაღდებს....


