ჭდე: ლადო ჩაჩანიძე

Home ლადო ჩაჩანიძე
ავჭალაში მუხებთან 30-ე
ჩანაწერი

ავჭალაში მუხებთან 30-ე

კვირას, 2 მარტს, 15.00 საათზე „ავჭალაზე“ საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების მატჩი დაიწყება, რომელიც ამ გუნდებისთვის 30-ე დაპირისპირება იქნება. კვირას ავჭალაში „რაგბი ევროპის“ 2025 წლის ჩემპიონატის ფინალისტი გამოვლინდება და გაირკვევა, საქართველო გააგრძელებს მე-17 ჩემპიონობისკენ გზას თუ რუმინეთი მე-6 ტიტულზე ოცნებას შეინარჩუნებს. დიახ, ასეა, სწორედ ამ ნაკრებებს აქვთ მოგებული ხსენებული ტურნირის საჩემპიონო ტიტულების თითქმის აბსოლუტური...

მორიგი ცეკვა მგლებთან
ჩანაწერი

მორიგი ცეკვა მგლებთან

კვირას, 17 მარტს, ღამის 12 საათზე პარიზის „ჟან ბუენზე“ „რაგბი ევროპის“ 2024 წლის ჩემპიონატის მთავარი მატჩი დაიწყება: საქართველო პორტუგალიის წინააღმდეგ. ბორჯღალოსნებისთვის ეს მატჩი უპრინციპულესი რომაა, ეს ცალკე ისტორიაა. მოგეხსენებათ, შარშან, საფრანგეთში გამართულ მსოფლიო თასზე სწორედ „ლობუშმა“ („მგლებმა“) ჩატოვა ჩვენი ნაკრები ჯგუფის ბოლო ადგილზე. პორტუგალიასთან ფრე მარცხის ტოლფასი იყო – მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს და პორტუგალიის...

პორტუგალიელებთან ჯახის მნიშვნელობაზე…
ჩანაწერი

პორტუგალიელებთან ჯახის მნიშვნელობაზე…

23 სექტემბერს, თბილისის დროით 16 საათზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები პორტუგალიას შეერკინება. ეს შეხვედრა საფრანგეთის ქალაქ ტულუზის იგივე სახელის სტადიონზე – „სტად დე ტულუზზე“ გაიმართება. ეს იქნება ბორჯღალოსნების მეორე მატჩი საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასზე. მოგეხსენებათ, პირველ ტურში ქართველები ავსტრალიასთან 15:35 დამარცხდნენ, ხოლო პორტუგალიის ნაკრები უქმობდა. მეორე ტურში კი მომავალმა მეტოქეებმა როლები გაცვალეს და უქმობამ უკვე ბორჯღალოსნებს...

6 ლელო ნიდერლანდებთან…
ჩანაწერი

6 ლელო ნიდერლანდებთან…

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ამსტერდამში 40:8 მოიგო, შემტევი ბონუსი მიიღო, ორი მატჩის ჯამში 10 ქულას მოუყარა თავი და „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მესამე ტურს ლიდერის რანგში შეხვდება. ბორჯღალოსნების გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ნიდერლანდელებმა დაამტკიცეს, რომ მართლაც პროგრესირებენ, ვითარდებიან, ოსტატდებიან, მაგრამ ჩვენებამდე აშკარად ბევრი უკლიათ. ამსტერდამის „რაგბის ეროვნული ცენტრის“ არენაზე ისეთი ქარი ქროდა, რომ პირველ ტაიმში ქართველთა ფეხის...

ქართული ღერძი – ვასკა და თედო
ჩანაწერი

ქართული ღერძი – ვასკა და თედო

გასული კვირის ბოლოს ევროპის უძლიერეს სარაგბო ლიგებში მორიგი ტურები გაიმართა. სამი ათეული ქართველი ლეგიონერის მონაგარი როგორც ყოველთვის, არაერთგვაროვანია და ქვეყნის პრესტიჟი ეროვნული ნაკრების ღერძმა დაიცვა. ვასილ ლობჟანიძემ მშვენიერი ლელო გაიტანა, რომელიც მისთვის მეორეა ტოპ 14-ის მიმდინარე ჩემპიონატში, ხოლო თედო აბჟანდაძემ ზუსტად ერთი ჯარიმა შეასრულა და პირადი ანგარიში პრო დ2-ის რეგულარული ჩემპიონატის ფარგლებში 24 ქულამდე გაზარდა....

18 ქართული ლელო
ჩანაწერი

18 ქართული ლელო

ტოპ 14-ისგან განსხვავებით, საფრანგეთის მეორე ელიტურ სარაგბო ლიგა პრო დ2-ში გასულ სეზონში 35-მა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა. შედარებისთვის, ტოპ 14-ში 28 ჩვენებურის მონაწილეობა დაფიქსირდა. რეგულარული სეზონი ლაშა მაჭარაშვილის „მონ-დე-მარსანმა“ მოიგო, თუმცა, ტოპ 14-ში სულ სხვა კლუბი აღზევდა – კოტე მიქაუტაძის, ლაშა ჭელიძისა და ლადო ჩაჩანიძის „ბაიონი“, რომელმაც პლე-ოფი მოიგო და მთავარ ლიგაში ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა....