პორტუგალიის ჩემპიონატში „ბენფიკასა“ და „ბელენენსეშის“ შეხვედრა შეწყდა. მიზეზი: მეორე ტაიმში მოედანზე მხოლოდ 17 ფეხბურთელი დარჩა. „ბელენენსეშს“ კორონავირუსი დაერია. გუნდი მოედანზე 9 ფეხბურთელით გავიდა. კლუბის დანარჩენი 17 მოთამაშე დაავადებას ებრძვის. ამის მიუხედავად კლუბის პრეზიდენტმა რუი პედრო სოარეშმა მატჩში მონაწილეობაზე მაინც განაცხადა თანხმობა და… პირველი ტაიმის შემდეგ სიმწრით უყურა ტაბლოს, სადაც „ბენფიკას“ სასარგებლოდ 7:0 ეწერა. „ბენფიკას“ აკადემიის...
ჭდე: კორონაპანდემია
კორონამ ნიუკასლში დებიუტი ჩაშალა
„ნიუკასლ იუნაიტედის“ ახალი მწვრთნელი ედი ჰაუ თავის პირველ თამაშს სასტუმროდან გაუძღვება, რადგან covid 19 აიკიდა და ათი დღე თვითიზოლაციაში უნდა იყოს. ამის მიუხედავად, ის „ბრენტფორდთან“ მატჩამდე ყველა ფეხბურთელს ონლაინ ინდივიდუალურად გესაუბრება და შეხვედრის მსვლელობისას ასისტენტებთან, ჯეისონ ტინდალსა და გრემ ჯონსთან მუდმივი კავშირი ექნება. ჰაუ უკვე 12 დღეა, რაც „კაჭკაჭების“ თავკაცია და სასტუმროში ცხოვრობს. მან ბოლო...
რატომ მოაკლდა კამპ ნოუს მაყურებელი?
ლა ლიგის ბოლო ტურში „ბარსელონამ“ გამარჯვება გაიხსენა. „კამპ ნოუზე“, სადაც 99 354 ადგილიდან მხოლოდ 47 317 იყო შევსებული „ბლაუგრანამ“ „ვალენსიას“ 3:1 მოუგო და ალბათ ბოლო პერიოდში საუკეთესო თამაშიც აჩვენა. გოლები გაიტანეს ანსუ ფატიმ, მემფის დეპაიმ და ფილიპე კოუტინიუმ. გუნდმა სამი ქულა მოიპოვა, 15 ქულით მე-7 ადგილზეა და შემდეგ ტურში „რეალს“ მასპინძლობს, მაგრამ მაყურებელი ტრიბუნების შევსებას არ ჩქარობს....
ბარემ დავთვრეთ და ისე მივუჯდეთ საჭეს
ინგლისურ ფეხბურთში covid 19-თან დაკავშირებით ვნებათაღელვაა. გაირკვა, რომ პრემიერლიგაში მხოლოდ 7 კლუბს ჰყავს აცრილი ფეხბურთელების ნახევარზე მეტი. ამ ინფორმაციამ „ლივერპულის“ გერმანელი მწვრთნელი იურგენ კლოპი ძალიან გააბრაზა. „ალბათ, ყოველ ჩვენგანს დაულევია ორი კათხა ლუდი და ისე მისჯდომია საჭეს. კანონის თანახმად ამის უფლება არ გვაქვს. და კანონი იმიტომ კი არ არსებობს, რომ ლუდის მსმელი ადამიანი დაიცვას, არამედ...
თურმე მთავრობა ჯაშუშობს
ინგლისის ნაკრებში არეულობა მწიფდება. როგორც გაირკვა, სულ მცირე ხუთი ფეხბურთელი აცხადებს აცრაზე უარს. თან, ხუთიდან სამი ძირითადი შემადგენლობის წევრია. ისინი ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე თამაშობდნენ. არადა, ინგლისის ნაკრებს ანდორასა და უნგრეთთან წარმატებული თამაშის შემთხვევაში შეუძლია მსოფლიოს ჩემპიონატზე ახლავე დაიბევოს ადგილი და დარჩენილი პერიოდი ფინალური ეტაპისთვის მზადებას მოანდომოს. ბრიტანული პრესა წერს, რომ „მოჯანყეებს“ აცრის საწინააღმდეგოდ სულელური მიზეზები...
დღეიდან ესპანეთში კარი ბოლომდე ღიაა
ესპანეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყნის სტადიონები კვლავ გაივსება გულშემატკივრებით. ამ მხრივ ლა ლიგა პრემიერლიგას ჩამორჩებოდა. ინგლისში უფრო ადრე გაართვეს თავი კორონაპანდემიით გამოწვეულ სირთულეებს, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა აცრეს და სტადიონები გახსნეს, რაშიც მსოფლიო ტელემაყურებელი ყოველ უქმეებზე რწმუნდება. ესპანეთში სეზონი 40 პროცენტიანი შეზღუდვით დაიწყო, თუმცა ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად პამპლონაში, გულშემატკივრის რაოდენობა ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით უფრო შეზღუდეს....
ზოგი არსენალშიც არ იცრება
მიკელ არტეტა „არსენალში“ დაუსრულებელმა კოვიდპრობლემებმა დაღალა. ამჯერად, სანაკრებო კვირეულის დასრულების შემდეგ, მის 28 წლის შვეიცარიელ ფეხბურთელს გრანიტ ჯაკას მოუწია შინ დარჩენა. მას covid 19 შეეყარა. არტეტა, რომელიც 2020 წლის მარტში თავად პრემიერლიგის პირველი კოვიდინფიცირებული გახლდათ, ამბობს: „ჩვენ არ გვინდა ვირუსის ლუკმა გავხდეთ, ამიტომ ის ფეხბურთელები, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს იტყვიან, გარკვეულ ასპექტებში შეიზღუდებიან. თუკი ფეხბურთელი აუცრელია,...
ანტივაქსერები ინგლისურ ფეხბურთში
როგორც გაირკვა, covid 19-ის საწინააღმდეგო აცრის მნიშვნელობა ბევრმა თვით ინგლისურ საფეხბურთო სამყაროშიც ვერ დაიჯერა. ეს ამბავი კლუბების გაბრაზებასა და გაღიზიანებას იწვევს. დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის სამი მეოთხედი უკვე ორჯერ არის აცრილი და ალბათ ამიტომაც ვხედავთ ტელეეკრანებზე ძველებურად გადავსებული სტადიონებს. „სანმა“ კვლევა ჩაატარა. გაზეთმა დარეკა ოთხი ზედა დივიზიონის კლუბებში და მათ მეპატრონეებს, თავმჯდომარეებს ან აღმასრულებელ შეფებს ელაპარაკა....
ინგლისი ემიგრანტების იმედადაა
ევრო 2020-ის მეოთხედფინალში ინგლისი და უკრაინა რომში ხვდებიან ერთმანეთს. ინგლისელ ფანებს იტალიის დედაქალაქში მოხვედრის პრობლემა აქვთ, უკრაინელები კი ნამდვილად იქნებიან სტადიონზე. უფრო ზუსტად, პრობლემა იმ ინგლისელებს აღმოაჩნდათ, რომლებიც სამშობლოდან აპირებდნენ რომში ჩაფრენას და „სტადიო ოლიმპიკოზე” თამაშის ნახვას. მიზეზი: იტალიური კანონების თანახმად, დიდი ბრიტანეთიდან ჩასულმა ხალხმა ხუთდღიანი კარანტინი უნდა გაიაროს. ყველაფერში დამნაშავე covid 19-ის ინდური ნაირსახეობა,...
გერმანელებს ინგლისში არ უშვებენ
გერმანელი ფანები გაოგნებულები დარჩნენ — მათ შეიტყვეს, რომ „უემბლიზე”, ევრო 2020-ის მერვედფინალურ მატჩს ინგლისისა და მათი ქვეყნის ნაკრებ გუნდებს შორის ვერ დაესწრებიან. თამაში სამშაბათს, 29 ივნისს გაიმართება. დამნაშავე, ფორმალურად, კორონაა. იმისათვის, რომ გერმანელებს მატჩამდე ხუთდღიანი კარანტინი მოეთავებინათ, ლონდონში ოთხშაბათს, 23 ივნისს მაინც უნდა ჩასულიყვნენ ანუ, ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს, როდესაც ჯერ არ იყო ცნობილი ფლეი-ოფში...









