ეროვნული ლიგის მე-4 ტურში ზედიზედ მესამედ დამარცხდა ტიტულის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი „ტორპედო,“ ამჯერადაც შინ, „შენგელია არენაზე,“ „დილასთან“ – 1:2. მატჩის გმირი ექს-ტორპედოელი ირაკლი ბუღრიძე გახდა, რომელმაც თავადაც გაიტანა და სენეგალელ იბრაჰიმა დრამესაც გაატანინა. ცოტა მოულოდნელია ტორპედოელთა ასეთი სუსტი სტარტი. თითქოს გაზაფხულზე კარგი ფეხბურთელებიც დაიმატეს, ნაყოფიერი შეკრებაც გაიარეს ესპანეთში და გუნდი გერმანელმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა ჩაიბარა,...
ჭდე: ირაკლი ბუღრიძე
იბერიამ ჯერ ვერა…
ეროვნული ლიგის დასრულებამდე ორი ტური რჩება და ჯერ ბევრი რამ კიდევ გასარკვევია ლიდერებშიც და აუტსაიდერებშიც. „იბერიას“ შეეძლო ამავე ტურში გახდარიყო ჩემპიონი, მაგრამ არ გამოუვიდა. არადა, 73-ე წუთამდე უგებდა კერკეტ „კოლხეთს“ გიორგი კოხრეიძის გოლით. გიორგი ახალაძემ გაათანაბრა, თუმცა იბერიელებს კიდევ მიეცათ შანსი, იური ტაბატაძის წაქცევისთვის მსაჯმა ჯენერი ხორავამ პენალტი დანიშნა, მაგრამ კოხრეიძემ ვერ გაიტანა, მეკარემ აჯობა....
დილა ისევ პირველია
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 29-ე ტურში ლიდერი ისევ შეიცვალა. „ტორპედომ“ უშუალო კონკურენტ „იბერიასთან“ 0:3 წააგო და პირველიდან მესამე ადგილზე დაქვეითდა. ეს ქუთაისელთა მიჯრით მეორე მარცხი გახლდათ. „დილამ“ კი დაძაბულ ბრძოლაში მოუგო „სამგურალს“ – 2:1. გამარჯვების გოლი 91-ე წუთზე გაიტანა ირაკლი ბუღრიძემ. ახლა „დილას“ და „იბერიას“ თანაბარი 58-58 ქულა მოუგროვდათ და გორელები პირველ საფეხურზე გატანილ-მიღებული ბურთების უკკეთესი...


