ჭდე: თენგიზ პერანიძე

Home თენგიზ პერანიძე
უიღბლობა ჰლანეჰლიში
ჩანაწერი

უიღბლობა ჰლანეჰლიში

სხვა აბა რა უნდა დაერქვას „შავი ლომის“ ვაიოაჟს ამ უცნაური სახელწოდების უელსურ ქალაქში?! კი ბატონო, ქართულ სარაგბო ფრენჩაიზს საუკეთესო თამაში არ გამოსვლია და „სკარლეტსმა“ ჩელენჯ თასის მეორე ტურში 36:18 მოუგო ბორჯღალოსნების საბაზო გუნდს, მაგრამ ძალზე რთულია, საწადელს მიაღწიო იმ პირობებში, როცა უკვე პირველ ტაიმში რიჩარდ კოკერილს სასტარტო შემადგენლობის სამი წევრი დაემტვრა… ჯერ იყო და, დებიუტშივე...

ოთხგზის!
ჩანაწერი

ოთხგზის!

„შავმა ლომმა“ ავჭალაში „რაგბი ევროპის“ სუპერთასის დასკვნით მატჩში პორტუგალიურ „ლუზიტანუშს“ უმასპინძლა და 6 უპასუხო ლელოთი გაისტუმრა – 36:0! ამ გამარჯვებით „შავმა ლომმა“ ტიტული დაიცვა. პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზისთვის ეს ზედიზედ მეოთხედ მოპოვებული სუპერთასია, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს იყო ყველაზე იოლად მოგებული ტურნირი „შავი ლომის“ არსებობის ისტორიაში. სუპერთასის მონაწილეთა შემადგენლობა თანდათან სუსტდება და მას...

38:3 და ავჭალა ნახევარფინალის მოლოდინში
ჩანაწერი

38:3 და ავჭალა ნახევარფინალის მოლოდინში

„ავჭალაზე“ გამართულ მატჩში საქართველოს სარაგბო ნაკრების უპირატესობა ეჭვს წამითაც არ იწვევდა, არადა ბორჯღალოსნები ესპანელებთან ჯახში მხოლოდ 37-ე წუთზე დაწინაურდნენ, როცა თენგიზ პერანიძემ ბურთის რაქიდან გამოტანისას დაქნევით მთელი ესპანური დაცვა გააბითურა და 9 ნომრისთვის კლასიკური ლელო გაიტანა. ეს იყო პერანიძის პირველი ლელო მე-3 სანაკრებო მატჩში. ლუკა მატკავამ გარდასახა და ანგარიში 7:3 გახდა, რადგან 21 წუთზე ესპანელებმა...