უკვე „ლამაზ ტრადიციად“ იქცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (და არა მხოლოდ) საპრეზიდენტო „არჩევნებში“ ერთი კანდიდატის მონაწილეობა. ეს „ტრადიცია“ არც ამჯერად დარღვეულა – 15 იანვარს ამოიწურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატების წარდგენის ვადა და „ჰოი, საოცრებავ“, კანდიდატურა მხოლოდ ლევან კობიაშვილმა წარადგინა. ის ამ პოსტზე სფფ-ის 29 სუბიექტმა წარადგინა, რომლებიც 4 თებერვლის ყრილობაზე მივლენ და თავიანთი რჩეულს...
