საქართველოს ნაკრების შემტევი ბექა ბურჯანაძე ნელ-ნელა უმატებს და ტრავმის შემდეგ ჩვეულ ფორმას უბრუნდება. 25 წლის ქართველს, ვინც „გრან კანარიაში“ პირველ სეზონს ატარებს, ესპანეთის ჩემპიონატის მერვე ტურში შედეგიანი მატჩი გამოუვიდა. „გრან კანარია“ სტუმრად „ბილბაოს“ 97:90 მოუგო, გამარჯვებაში დიდი წვლილი კი სწორედ ქართველმა კალათბურთელმა შეიტანა. ბურჯანაძემ 17 ქულა აიღო და ამ მხრივ შეხვედრაში მხოლოდ 2 კალათბურთელს ჩამორჩა....
