საინტერესოდ დაიწყო 33-ე ეროვნული. აი, პირველ ტურში დებიუტი ქუთაისელ ზიდანს ჰქონდა, ამჯერად საქართველოს ჩემპიონატში მალდინიც გამოჩნდა… ის „თელავის“ მარცხენა მცველია და „ლოკომოტივთან“ შეხვედრაში მინდორზე 70-ე წუთზე გამოჩნდა ცოტნე კაპანაძის ნაცვლად. გამოვიდა და სამ წუთში მის შეცდომას გოლი მოჰყვა. ბურთს საკუთარ საჯარიმოში თანაგუნდელს აწოდებდა, გადაცემა მამია გავაშელშვილმა ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ზუსტად დაარტყა. პაბლო მალდინი...
