პიონგჩანგის ზამთრის ოლიმიადაზე ორივე სამედლო დღე მოვლენებით დახუნძლული გამოვიდა. სნოუბორდში ჯერ მხოლოდ საკვალიფიკაციო შეჯიბრი გაიმართა, მაგრამ იაპონელი იური ოკუბოს მძიმე დახეთქებამ ქომაგის გული შეძრა. საბედნიეროდ, უბედურება არ დატრიალდა, სპორტსმენი შედარებით ადვილად გადარჩა. ოლიმპიური მედლების ათვლა თხილამურობაში დაიწყო, სადაც 10 თებერვალი შვედი შარლოტ კალას დღე გამოდგა. 2017-18 წლების მსოფლიო თასის ოდინდელი ლიდერი, რომელიც მომდევნო ეტაპების...
