… გასულ უქმეებზე ევროპული სარაგბო საკლუბო თასების მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა და შესაბამისად, თითოეული თასის მაძიებელთა რაოდენობა 4 გუნდამდე დავიდა. სასიამოვნოა, რომ ჩემპიონთა თასზეც და ჩელენჯ კაპზეც ე.წ. ქართული გუნდები შემორჩნენ. ჩემპიონთა თასი ვახტანგ აბდალაძის „ლენსტერმა“ ინგლისურ „ლესტერ ტაიგერსს“ დიდი ანგარიშით სძლია – 55:24. აბდალაძეს ირლანდიელთა რიგებში არ უთამაშია. ალექსანდრე ქუნთელიას „ლა როშელმა“ თასის შენარჩუნებისკენ კიდევ...
ჭდე: დავით ქუბრიაშვილი
7 ქართველი ევროთასებზე
გასულ უქმეებზე რაგბი დუღდა: ევროპულის საკლუბო ტურნირების პლეი-ოფი დაიწყო. ჩემპიონთა თასი აქ ქართველებს არ უთამაშიათ, არადა მთავარი ევროთასის მერვედფინალში ქართველთა ხუთმა კლუბმა მიიღო მონაწილეობა. ევროპის მოქმედმა საკლუბო ჩემპიონმა, სანდრო ქუნთელიას „ლა როშელმა“ უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა გიორგი კვესელაძის „გლოსტერი“ – 29:26. ვახტანგ აბდალაძის „ლენსტერმა“ მეორე ირლანდიურ ფრენჩაიზ „ალსტერს“ დამაჯერებლად აჯობა – 30:15. აი, ნიკა აბულაძის ახალ...
ნინიაშვილმა დაიწყო, გორგაძემ დაასრულა
ევროპის უძლიერეს სარაგბო ჩემპიონატად აღიარებულ ტოპ 14-ში რეგულარული სეზონის მე-8 ტური გაიმართა, რომელშიც ქართველ ლეგიონერთა უჩვეულოდ მცირე რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა. მხოლოდ 8 ჩვენებურმა ითამაშა გასულ უქმეებზე, მაგრამ ნათქვამია, ხარისხი რაოდენობაზე მნიშვნელოვანია და ეს ჭეშმარიტება ამ ჯერზეც დადასტურდა. რაგბის ქართველ ქომაგთათვის ყველაზე საინტერესო მატჩად „ლიონისა“ და „პოს“ შეხვედა იყო მიჩნეული და მოლოდინი გამართლდა – ორმა ბორჯღალოსანმა...
ტოპ 14-იც ბასკეთში იწყება
ისევე, როგორც პრო დ2-ში, საფრანგეთის მთავარ სარაგბო ლიგა ტოპ-14-შიც რეგულარული სეზონი სტარტს ბასკეთში აიღებს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უმაღლეს დონეზე დაბრუნებული „ბიარიცი“ 4 სექტემბერს, თბილისის დროით 16 საათზე „ბორდოს“ შეერკინება და ეს იქნება 2021-2022 წლების სეზონის გახსნითი მატჩი. რახან „ბიარიცი“ ვახსენეთ, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ მის წლევანდელ განაცხადში ერთბაშად 6 ქართველი მორაგბეა, მათ შორის ორი მოქმედი...



