უკვე „ლამაზ ტრადიციად“ იქცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (და არა მხოლოდ) საპრეზიდენტო „არჩევნებში“ ერთი კანდიდატის მონაწილეობა. ეს „ტრადიცია“ არც ამჯერად დარღვეულა – 15 იანვარს ამოიწურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატების წარდგენის ვადა და „ჰოი, საოცრებავ“, კანდიდატურა მხოლოდ ლევან კობიაშვილმა წარადგინა. ის ამ პოსტზე სფფ-ის 29 სუბიექტმა წარადგინა, რომლებიც 4 თებერვლის ყრილობაზე მივლენ და თავიანთი რჩეულს...
ჭდე: დავით პეტრიაშვილი
ციურიხიდან ფაქსი მოვიდა…
1992 წლის 3 ივლისი. ცხელი ზაფხულის თითქოს ერთი ჩვეულებრივი დღე. იამანიძის ქუჩაზე, სფფ-ის ძველ შენობაში ხმაურია. ციურიხიდან ფაქსი მოვიდა – ფიფას კონგრესმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თავის სრულუფლებიან წევრად აღიარა. საქართველო ოფიციალურად გახდა მსოფლიო საფეხბურთო ოჯახის წევრი. ჩვეულებრივ თავშეკავებულ სფფ-ის პრეზიდენტ ნოდარ ახალკაცს რაღაც სიამაყენარევი ბედნიერება აღბეჭდვია სახეზე. საქართველო სამ წელიწადს აკაკუნებდა და ფიფამ კარი გაგვიღო,...
ჩემი ცხოვრება ჩემი ფეხებია
უწმინდესის შეგონება: კაცმა უნდა ააშენოს სახლი! დარგოს ხე! იყოლიოს შვილი! ეს უნდა გააკეთოს, თავსაც რომ უშველოს, ერსაც და ბერსაც! განვლილი 30 წლის მანძილზე არაერთი უბადლო ნიჭით დაჯილდოებული მობურთალი მინახავს. მათ არც პატრონ-მყვარებელი აკლდათ და არც სხვა სიკეთე, მაგრამ ღვთისგან ბოძებული ნიჭი უმოწყალოდ გაუფლანგავთ. იმას, ვისაც უნდა ეფრინა სიარულიღა შეძლო. ვისაც გამართულად სიარული ძალუძდა ფორთხვაღა მოახერხა....


