ჭდე: გურამ კაშია

Home გურამ კაშია
ქართული ტრიო ჩემპიონია
ჩანაწერი

ქართული ტრიო ჩემპიონია

სლოვაკეთის ჩემპიონატის „ფორტუნა ლიგაში“ ბრატისლავის „სლოვანმა“ სტუმრად „ბანსკა ბისტრიცა“ 2:1 დაამარცხა, ორი ტურით ადრე სლოვაკეთის ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად გაიფორმა და ზედიზედ მეხუთედ გახდა ქვეყნის საუკეთესო გუნდი. ვლადიმირ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე (72 წუთი ითამაშა) დააყენა, გურამ კაშია კი მცირე ტრავმის გამო განაცხადში არ ყოფილა. საბოლოო ჯამში ბრატისლავის „სლოვანმა“ 69 ქულა დააგროვა,...

ჩვენების ახალი კონტრაქტები… ჩაკვეტაძეს ბელგიაში დაუძახეს…
ჩანაწერი

ჩვენების ახალი კონტრაქტები… ჩაკვეტაძეს ბელგიაში დაუძახეს…

ბრატისლავის „სლოვანმა“ საქართველოს ნაკრების კაპიტან გურამ კაშიასა და ყოფილ კაპიტან ჯაბა კანკავას კონტრაქტები ერთი წლით გაუხანგრძლივა. „გურამ კაშია და ჯაბა კანკავა მომავალ სეზონშიც ჩვენი ოჯახის წევრები იქნებიან. ისინი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურები არიან, რის გამოც ქომაგმა ძალიან შეიყვარა. ბედნიერი ვარ მათთან დადებული ახალი ხელშეკრულებებით“, – განაცხადა კლუბის დირექტორმა. „სლოვანის“ მესამე ქართველის, გიორგი ჩაკვეტაძის ბედი კი ჯერ...

კაპიტანი ლორია…
ჩანაწერი

კაპიტანი ლორია…

25 მარტს, ბათუმში, საქართველო ამხანაგურ მატჩს გამართავს მონღლეთის ნაკრების წინააღმდეგ. მატჩისწინ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ მონღლეთთან საქართველოს ნაკრებს გიორგი ლორია უკაპიტნებს. „უახლოეს ორ მატჩში, მესამე მეკარის (ლუკა გუგეშაშვილი) გარდა, სათამაშო დრო ყველა ფეხბურთელს მიეცემა. ოღონდ ვერ გეტყვით, ვინ რამდენს ითამაშებს. რაც შეეხება გუგეშაშვილს, მას შემდეგ რაც ის პირველად გამოვიძახეთ ნაკრებში...

მინუს მექვაბიშვილი…
ჩანაწერი

მინუს მექვაბიშვილი…

საქართველოს ნაკრები მარტის მატჩებისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს. შეკრების მესამე დღეს, ვილი სანიოლის გუნდმა ისევ „დინამოს“დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. ნაკრებმა ვარჯიში სრული შემადგენლობით დაიწყო, თუმც ტრავმის გამო გუნდს ანზორ მექვაბიშვილი გამოაკლდა. მოგეხსენებათ, მონღოლებთან ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 25 მარტს გამართავს. 28 მარტს კი, ჩვენი გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში ნორვეგიას დაუპირისპირდება....

ვილი სანიოლი: ნორვეგიას ჰოლანდი ჰყავს? ჩვენ – კაშია!
ჩანაწერი

ვილი სანიოლი: ნორვეგიას ჰოლანდი ჰყავს? ჩვენ – კაშია!

საქართველოს ნაკრებმა მარტის შეხვედრებისთვის შეკრება დაიწყო. ტრადიციულად, ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უახლოესი მატჩების წინ პრესკონფერენცია გამართა და ჩვენს კითხვებს უპასუხა: …ხოჭოლავასთან დაკავშირებით  უჩვეულო ვითარებაა. დიდი ხანია ვიცით რომ მუხლი აწუხებს და ოპერაცია სჭირდება, თუმცა, ბოლო ტურში კლუბმა მაინც ათამაშა, მას ქირურგიული ჩარევის შემდეგ 6-7 კვირა გაუცდება, სწორედ, ეს იყო არგამოძახების მიზეზი, თორემ ხოჭოლავა ნაკრებში ყოველთვის...

ერთი ვარჯიში, ბოლო – თამაში
ჩანაწერი

ერთი ვარჯიში, ბოლო – თამაში

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მაროკოსთან ამხანაგურ მატჩამდე ბოლო ვარჯიში ქალაქ შარჯაში, შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე გამართა. 21 ფეხბურთელმა ივარჯიშა. არ უვარჯიშია გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელიც სლოვაკეთის ჩემპიონატში მიღებული ტრავმის გამო მაროკოსთან მატჩს გამოტოვებს. შარჯაში ვარჯიშის შემდეგ ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მომავალ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა. – ამხანაგურ მატჩისას, მით უმეტეს როდესაც გუნდში ტრავმირებული ფეხბურთელები არიან, ახალი ფეხბურთელების გამოცდის...

გუნდი შარჯაშია
ჩანაწერი

გუნდი შარჯაშია

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო ამხანაგურ მატჩში მონაწილეობის მისაღებად არაბეთის გაერთიანებულ საამიროების ქალაქ შაეჯაში ჩავიდა. გამგზავრებამდე, ვილი სანიოლის გუნდმა თბილისში კვლავ არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საამიროებში გუნდს გურამ კაშია, გიორგი ჩაკვეეტაძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი აბურჯანია და გიორგი ქვილითაია შეუერთდნენ. საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით მატჩის მასპინძელ სტადიონზე 16 ნოემბერს, 18 საათზე ივარჯიშებს. მეკარეები გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი),...

კაშიამ გაქვითა, იურჩენკომ კი წყალში გადაყარა
ჩანაწერი

კაშიამ გაქვითა, იურჩენკომ კი წყალში გადაყარა

გურამ კაშიას, გიორგი ჩაკვეტაძისა და ჯაბა კანკავას „სლოვანმა” ერევნის „პიუნიკს” 2:1 მოუგო და ფაქტობრივად კონფერენციის ლიგის ფლეი-ოფშია. ეს გახლდათ თამაში, სადაც საქართველოს ნაკრების ვეტერანმა მცველმა გურამ კაშიამ გოლი გაიტანა — ანგარიში გაათანაბრა. სომხებს რომ მოეგოთ, დიდი ალბათობით თავი ქუდში მათ ექნებოდათ, მაგრამ პირველ ტაიმში მასპინძლებმა ისეთ სათამაშო უპირატესობას მიაღწიეს, რომ „პიუნიკის” გამარჯვებაზე ლაპარაკი გაძნელდა. რამდენჯერმე...

შარშანწინდელიც კი გვახსოვს…
ჩანაწერი

შარშანწინდელიც კი გვახსოვს…

ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიას უმასპინძლებს. ჩვენებმა 0:4 თუ არ წააგეს, ჯგუფში ლიდერად დარჩებიან. პირველობას კი მაიშინ გაინაღდებენ თუ ბოლო ტურში, გიბრალტარში თავს არ შეირცხვენენ. თუმც გიბრალტარზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, ჯერ ჩრდ. მაკედონიასთან არის საქმე გასარკვევი – ჩრდ. მაკედონია კი რა გუნდია და რა ანგარიშები აქვს 23 სექტემბრის მეტოქესთან საქართველოს ნაკრებს, ვფიქრობთ,...

ვაისმა ბათუმი შეგვიქო…
ჩანაწერი

ვაისმა ბათუმი შეგვიქო…

„იმ უიღბლობის შემდეგ, რაც მე და ქართულ ფეხბურთს შეგვემთხვა, საქართველოში პირველად ვარ და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მინდა, ჩემი სიყვარული კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ“, – როგორ ფიქრობთ, ვისი სიტყვებია? დიახ, ვლადიმირ ვაისის, ვისი ხელმძღვანელობითაც საქართველომ თბილისში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან წააგო და ევროპის ჩემპიონატს მიღმა დარჩა. წააგო, სწორედ მწვრთნელის უაზრო გადაწყვეტილებები გამო და აგერ, ახლა ამბობს, რომ „უიღბლობა, რაც...