ადამიანი მყიფე არსებაა. კუნთები და ძვლები საცოდავ მასალად გამოიყურება, თუ მათ საძალოსნე შტანგის ფონზე დააკვირდები და როცა ნახავ, რომ ერთი ადამიანთაგანი გამოდის და ორი მისვლით ნახევარ ტონას სწევს, ჯერ გაშეშდები, მერე კი იამაყებ – ეს იშვიათი ადამიანი შენიანია, ოლიმპიური და კიდევ ათასი სხვა უმაღლესი დონის საძალოსნო შეჯიბრების ჩემპიონი ლაშა ტალახაძე. იგი წლებია მასხრად იგდებს ფიზიკის...
