ჰაცუ ბაშოს მეცამეტე დღეს, სამწუხაროდ, ტოჩინოშინმა უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა. არც ველოდით, რომ გოეიდო ამ შერკინებაში მონაწილეობას მიიღებდა, რადგან მაკე-კოში (უარყოფით ბალანსი) უკვე დაფიქსირებული ჰქონდა და რეიტინგის მხრივ ასპარეზობის გაგრძელება ვერანაირ შედეგს მოუტანდა. ურთიერთშეხვედრებში იაპონელი ქართველს 18:10-ს ამარცხებდა და, სამწუხაროდ, მისი გამარჯვებების მარაგს კიდევ ერთი შემატა. ოძეკიმ, მარტივად, იორიკირის კიმარიტეთი (ილეთით) ჩვენებური დოჰიოს მიღმა გადაიყვანა. ლევანმა...
