პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას მედალი გარანტირებული აქვს. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ფინალშია და ოლიმპიადების ბრინჯაოსა და ვერცხლის პრიზიორი მესამე ცდაზე ოქროს მოპოვებას შეეცდება. პეტრიაშვილმა (125კგ) შეჯიბრება ბრწყინვალედ დაიწყო და უკრაინელ ოლექსანდრ ხოციანოვსკის 11:0 მოუგო. პირველ პერიოდში ქართველი ფალავანი მეტოქის პასიურობის გამო 1:0 დაწინაურდა. აი, მეორე პერიოდი კი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და 9:0 წაიყვანა,...
