უცნაურია, მაგრამ ამ კვირის დასაწყისში ეროვნული ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩები გაიმართა, მეცხრამეტესი კი, 5 აგვისტოს ჩატარდება… სწორედ ამდენი ხნით გამოცხადდა შესვენება ელიგაში. „საბურთალოს“ 11-მატჩიანი წაუგებელი სერია ბათუმში დასრულდა, თუმცა სტუმარმა თბილისელებმა გადამწყვეტი გოლი ცოტა კურიოზულად გაუშვეს. 84-ე წუთზე გიორგი ჯგერენაიამ საჯარიმოს სიახლოვეს ცუდად მიუგორა ბურთი ექს-ბათუმელ მეკარე ლაზარე კუპატაძეს, ამით იქვე მყოფმა თორნიკე კაპანაძემ ისარგებლა,...
ჭდე: გიორგი კუხიანიძე
ტორპედოს მეხუთე
ქუთაისის „ტორპედომ“ თავის ისტორიაში მეხუთედ მოიპოვა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი. მათი დამრიგებლისთვის, 44 წლის კახა ჩხეტიანისთვის კი ეს მესამე სათასო ტრიუმფი გახლდათ მწვრთნელის რანგში. „ტორპედო“ მომავალ სეზონში საქართველოს კონფერენციის ლიგაში წარმოადგენს. წლევანდელი ფინალი მართლაც ყველა დანარჩენისგან განსხვავებული გახლდათ ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“: ქუთაისის „ტორპედოს“ მეოთხელიგელი (!) თბილისის „ლოკომოტივი 2“ დაუპირისპირდა. ასეთ უცნაურობას, ალბათ კიდევ კარგა...
ბათუმის მე-6, ყაველაშვილის -300
ეროვნული ლიგის 22-ე ტურს გათამაშების ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია. ჩემპიონობის ორივე მთავარმა მაძიებელმა, „ბათუმმა“ და „დინამომ“ ისევ გაიმარჯვეს და კვლავ 9 ქულა აშორებთ ერთმანეთს. „ტორპედომ“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და ქულებით „საბურთალოს“ გაუთანაბრდა. ჯერ „დინამომ“ ითამაშა და „დილას“ დიდი ანგარიშით – 3:0 მოუგო. თქვა კიდეც შემდეგ თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა, ასეთ ანგარიშს არ...
არ არის დაცვა, არ არის გოლი…
ეროვნული ლიგის მე-13 ტურში მეტოქეებმა ერთმანეთს მხოლოდ 7 გოლი გაუტანეს (აქამდე ყველაზე მწირგოლიანი მესამე ტური გახლდათ – 8 გოლი). არადა, წინა, მე-12 ტურში უხვგოლიანობის რეკორდი დამყარდა – 25 . სხვა ბათუმი „საბურთალომ“ ლიდერ „ბათუმს“ რუსთავში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში უმასპინძლა, რადგან მის საშინაო არენაზე, „მიხეილ მესხზე“ 2023 წლის ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. თუმცა...
ბათუმი თავშია
საინტერესო სანაკრებო პაუზა დამთავრდა და ეროვნული ლიგის გათამაშება კვლავ განახლდა. ვერ გამოუვიდა კახა ცხადაძეს „დინამოში“ რიხიანი დებიუტი, თუმცა გუნდში მხოლოდ ორი კვირის მისულია და მაინცდამაინც მკაცრად ნუ განვსჯით. რიხიანიო – იმიტომ ვთქვით, რომ მის მშობლიურ კლუბში მისვლას ძალიან დიდი, იმედით სავსე მოლოდინი ახლავს: ეგებ წლეულს მაინც მოვხვდეთ ჩემპიონთა ლიგაში… „შუქურასთან“ მატჩი სქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებლისთვის...




