„შავი ლომის“ სამწვრთნელო შტაბმა, რომელსაც ამ ეტაპზე ლადო კილასონია თავკაცობს, 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 7 აპრილს პორტ ელიზაბეთის „მადიბაზ სთედიუმზე“ ადგილობრივ „ისტერნ პროვინს ელეფანთსს“ დაუპირისპირდება. ეს არაა პორტ ელიზაბეთის მთავარი სარაგბო არენა, რომელიც ნელსონ მანდელას სახელს ატარებს. „მადიბაზი“ გახლავთ ნელსონ მანდელას უნივერსიტეტის სტადიონი, თუმცა ამით ქართული ფრენჩაიზის მორიგ მატჩს მნიშვნელობა არ აკლდება. ეს იქნება ქარის...
