ლევან მაისაშვილმა და მისმა შტაბმა გამოაქვეყნეს იმ 33 მორაგბის ვინაობა, რომლებიც სექტემბერ-ოქტომბერში საქართველოს ნაკრების ღირსებას საიუბილეო, მე-10 მსოფლიო თასზე დაიცავენ. ბოლო მომენტში გუნდს გამოაკლდა კვაჭი გიორგი ჭყოიძე, რომელმაც ტრავმა რუმინეთთან შეხვედრაში მიიღო და მისი დაზიანება საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა. მასთან ერთად სატურნირო რაზმს მიღმა ასევე დარჩნენ ირაკლი აფციაური, მიხეილ ბაბუნაშვილი, ოთარ გიორგაძე, ალექსანდრე მამამთავრიშვილი, ლუკა ხორბალაძე...
