ნანა ძაგნიძე ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონია. ქართველმა მოჭადრაკემ 21 შესაძლებლიდან 16,5 ქულა დააგროვა, მეორეადგილოსან ვალენტინა გუნინას ნახევარი ქულით გაუსწრო და არაბულ მიწაზე ქართული ჰიმნიც ააგუგუნა. პირველი დღის შემდეგ ძაგნიძე ერთი ქულით ჩამორჩებოდა თავის დროზე ჯერ კიდევ ქართველ საბჭოთა მსოფლიო ჩემპიონებთან და დიდოსტატებთან ღირსეულად მოპაექრე შვედ პია კრამლინგს, მაგრამ დასკვნით დღეს კი შეუჩერებელი გახდა, მე-15 ტურიდან...
