ბექა შეყლაშვილმა, „კოლომიეს“ 35 წლის ბურჯმა, თავის მრავალწლიან ფრანგულ კარიერაში მე-10 ლელო მიითვალა. საქართველოს ნაკრების ყოფილი მარჯვენა პირველხაზელი (5 მატჩი ბორჯღალოსანთა შემადგენლობაში) ამ ქვეყანაში მე-13 სეზონს ატარებს, ხოლო საკუთრივ „კოლომიეში“ 2017 წლიდან გამოდის, გასულ ტურში კი მან კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლელო დადო. პრო დ2-ის მე-19 ტურში „კოლომიე“ რეგულარული ჩემპიონატის ლიდერ „ოიონაქსს“ მასპინძლობდა და შეხვედრის...
