7:23 – ასე დასრულდა ჩელენჯ კაპის მეორე ტურის მატჩი „სკარლეტსსა“ და „შავ ლომს“ შორის. ქართველებმა უელსელი მასპინძლები პირწმინდად დაჩაგრეს და შეცდომების ფაქტობრივად სიურრეალისტური რაოდენობა რომ არა, ანგარიშში ეს სხვაობა გაცილებით, შეუდარებლად დიდი იქნებოდა. „შავმა ლომმა“ ქართული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ფურცელი ოქროს ასოებით შეავსო! მოკლედ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ქართული რაგბის მთავარი წარმატებები...
ჭდე: ბექა მამრიკიშვილი
შავი ლომი ფინალშია!
მართალია, ქართული სარაგბო ფრენჩაიზის წარმატებაში ეჭვი ისედაც არავის ეპარებოდა, მაგრამ „შავი ლომის“ ესოდენ იოლი გამარჯვება მოსალოდნელი მაინც არ ყოფილა. „ავჭალის“ ბიბინა გაზონზე ერთი გუნდი თამაშობდა, მეორე კი მხოლოდ წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, თუმცა „შავი ლომისა“ და ესპანური „იბერიანსის“ დონეებს შორის მთელი უფსკრული იყო და ანგარიში ამ დიდი სხვაობის საუკეთესო საზომია – 41:0! „რაგბი ევროპის“ სუპერთასის ნახევარფინალში...
შავი ლომის შურისძიება
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ხერხემლად მიჩნეულმა „შავმა ლომმა“ პორტუგალიის ნაკრების საბაზო ფრენჩაიზ „ლუზიტანუშს“ სასტიკად გაუსწორდა, მსოფლიო ჩემპიონატზე ფრედ დასრულებული მატჩის გამო ჯავრი იყარა და პორტუგალიაშივე, დედაქალაქ ლისაბონში მშრალი ანგარიშით – 22:0 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ფრენჩაიზის შესრულებით გაცილებით ხარისხიანი რაგბიც გვინახავს, ლევან მაისაშვილის რაზმის უპირატესობა ცხადი და ნათელი მთელი 80 წუთის განმავლობაში იყო. მართალია,...


