გუშინდლიდან ფეხბურთში არეულობაა. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ფიფასა და უეფას მიერ სუპერლიგის პროექტის აკრძალვა სამართალს ეწინააღმდეეგება — ნებისმიერ კლუბსა თუ მოთამაშეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს რაგინდა რა შეჯიბრებაში და სულაც არ არის აუცილებელი მათ ხსენებული ფიფა და უეფა ატარებდეს. შესაბამისად სუპერლიგის იდეამ კვლავ წამოჰყო თავი. აშკარაა, რომ იოლად არც მოწინააღმდეგეები დანებდებიან, წინ დიდი ბრძოლები იქნება...
