საყურადღებო რამ მოხდა მანჩესტერში, სადაც „სიტიმ” „ბარნლის” 5:0 მოუგო. თამაშის დაწყებამდე, როდესაც ფეხბურთელებმა ამერიკაში, თეთრკანიანი პოლიციელის მიერ მოკლული შავკანიანის ხსოვნის პატივსაცემად მოედნის ცენტრში მუხლი მოიყარეს, „ეტიჰედ სთედიუმს” თვითმფრინავმა გადაუფრინა. თვითმფრინავს ბანერი ჰქონდა გამობმული: White Lives Matter Burnley”. ცოტა ვრცლად: აშშ-ში, კერძოდ მინეაპოლისში, თეთრკანიანმა პოლიციელმა დერეკ ჩოვინმა შავკანიანი ჯორჯ ფლოიდი დაკავების დროს ყელზე მუხლის დაჭერით დაახრჩო,...
