34 წლის ექს-ბორჯღალოსანი გასული წლის ოქტომბერში საფრანგეთის 7-გზის ჩემპიონ „პერპინიანს“ შეუერთდა და იმედოვნებს, რომ ფრანგული კატალონიის ქალაქის გუნდთან ერთად ტოპ 14-ში დაბრუნებას შეძლებს. მით უფრო, რომ წლის ბოლომდე გაფორმებული კონტრაქტი პერპინიანელებმა ვეტერან ვარსკვლავს 2022 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივეს. დავით (დუდუ) ქუბრიაშვილს საქართველოს ნაკრებში 50-მდე მატჩი აქვს ჩატარებული, ის მსოფლიო 2011 წლის თასის მონაწილეა, ხოლო სახელოვანი ბრიტანული...
