9 მაისს ქართულ ფეხბურთს კიდევ ერთი დიდებული კაცი გამოაკლდა – თბილისის „დინამოს“ ოდინდელი ექიმი ფიზიო-თერაპევტი ანზორ გაბიტაშვილი, „სიმონიჩი“, როგორც ახლობელ-მეგობრები მიმართავდნენ. 82 წლისა საკუთარ სახლში გარდაიცვალა. გაბიტაშვილი ლეგენდარული ადამიანი გახლდათ. დიუსელდორფის ფინალის დამთავრებისთანავე სწორედ მან გააგდებინა მსაჯს ხელიდან ბურთი და უკანმოუხედავად მოჰკურცხლა. „ბურთი მოვიტაცეო,“ – თავად ასე ამბობდა, კახურად. ათასჯერ ნანახი კადრები უკვე კლასიკადაა ქცეული....

