Tag: ანდრეი იარმოლენკო

Home ანდრეი იარმოლენკო
იარმოლენკოს ბავშვობა დაუბომბეს
Post

იარმოლენკოს ბავშვობა დაუბომბეს

„ვესტ ჰემის“ უკრაინელი ვარსკვლავის ანდრეი იარმოლენკოს ბავშვობის კლუბის სტადიონი რუსებმა მიწასთან გაასწორეს. „ჩაქუჩების“ 32 წლის თავდამსხმელი ჩერნიჰივში გაიზარდა. ის აქ მას მერე მოხვდა, რაც მისი მშობლები მაშინდელი ლენინგრადიდან, ახლანდელი პეტერბურგიდან გადასახლდნენ. უკრაინის ნაკრების წევრმა კარიერა ადგილობრივ „დესნაში“ დაიწყო. იარმოლენკო „დესნადან“ გადავიდა კიევის „დინამოში“, შემდეგ კი „დორტმუნდის“ გზას დაადგა, საიდანაც „ვესტ ჰემში“ ამოჰყო თავი. ამ დღეებში...

ოჯახი უკრაინაში ომის წინა დღეს გაუშვა
Post

ოჯახი უკრაინაში ომის წინა დღეს გაუშვა

ანდრეი იარმოლენკო უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ფეხბურთზე ვეღარ ფიქრობს. რუსეთის აგრესია რომ დაიწყო, „ვესტ ჰემის“ ვარსკვლავს კლუბმა შვებულება მისცა, რათა ოჯახისთვის მიეხედა. უკრაინული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში 32 წლის თავდამსხმელმა ვლადიმირ პუტინს გენოციდში დასდო ბრალი. იარმოლენკოს ოჯახი ნაწილობრივ მშობლიურ ჩერნიჰივში (ჩერნიგოვი) რუსულ რაკეტებს მიწისქვეშეთში აფარებს თავს. მათი და უახლოესი მეგობრების ძებნაში ფეხბურთელი კარგა ხანს ვერ ჭამდა...

იარმოლენკო რუს ფეხბურთელებს: რატომ ზიხართ ჩასვრილები?
Post

იარმოლენკო რუს ფეხბურთელებს: რატომ ზიხართ ჩასვრილები?

„ვესტ ჰემის“ უკრაინელმა შემტევმა ანდრეი იარმოლენკომ რუს ფეხბურთელებს შეუტია – რატომ ზიხართ ასე ჩუმად და ომის შესახებ ხმას რატომ არ იღებთო… „სანკტ-პეტერბურგში დავიბადე, მაგრამ უკრაინაში გავიზარდე და თავს 100 პროცენტით უკრაინელად ვთვლი. რუს ფეხბურთელებს ვეკითხები: „ბიჭებო, რატომ ზიხართ ასე ჩასვრილები?“. ხალხს კლავენ უკრაინაში, მშობლებს, ცოლებს, შვილებს, თქვენ კი კომენტარს არ აკეთებთ. …ბევრს გიცნობთ და ბევრი...

Хай живе, Капітан!
Post

Хай живе, Капітан!

ნამდვილი კაპიტნები სწორედ ასე იქცევიან: უკრაინის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ანდრეი იარმოლენკომ გადაწყვიტა, ევროპის ჩემპიონატზე მიღებული ბონუს-თანხები ქველმოქმედებაზე დახარჯოს. ამის შესახებ საზოგადოებას მისმა აგენტმა ვადიმ შაბლიმ ამცნო: „ეს გადაწყვეტილება დიდი ხანია მომწიფდა. შეიქმნება გარკვეული ფონდი, რომელიც ავადმყოფ და უმწეო ბავშვებს დაეხმარება. მოხარულნი ვიქნებით, თუ სხვებიც მოგვბაძავენ“. სიკეთე გადამდებია.