რობერტო სოლდადოსა და არიც ადურისის შემთხვევა გვარწმუნებს, რომ ფეხბურთი ის სპორტია, სადაც შესაძლოა ცხოვრებისეული მეგობარი გაიჩინო. მათი ძმაკაცობაც „მესტალიაზე“ დაიწყო… ისინი ერთმანეთს 2010 წელს, „ვალენსიაში“ თამაშის პერიოდში შეხვდნენ და გვერდი-გვერდ კიდევ 2 წელიწადი ითამაშეს. ორი წლის განმავლობაში, ერთად ღამურებისთვის 75 გოლი გაიტანეს და წარმატებასაც ჩახუტებულები მუდამ ერთად ზეიმობდნენ. სავარაუდოდ, 34 წლის სოლდადო „გრანადაში“ კარიერის ბოლო...
