ნოვაკ ჯოკოვიჩი „როლან გაროსის“ გამარჯვებული გახდა. სერბმა ჩოგბურთელმა ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი ხუთ სეტში დაამარცხა – 6:7; 2:6; 6:3; 6:2; 6:4. შეხვედრამ 4 საათი და 20 წუთი გასტანა. ჯოკოვიჩმა მოსაგებად ბევრი ოფლი დაღვარა. სერბმა საწყისი ორი სეტი წააგო, მაგრამ შეძლო და თამაში სათავისოდ შემოატრიალა. ნოლე პირველი ჩოგბურთელი შეიქნა, ვინაც „დიდი მუზარადის“ ტურნირების წრე მეორედ შეკრა....
ჭდე: უიმბლდონი
როლან გაროსი გადაიდო
საფრანგეთის ღია პირველობის საორგანიზაციო კომიტეტმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ტურნირი ერთი კვირით გადაიწევს – 30 მაისს დაიწყება და 13 ივნისამდე გაატანს. მოგეხაენებათ, „როლან გაროსი“ სათიხნარო სეზონს ხურავს, ხოლმე და დროში მისი წანაცვლება ბალახის სეზონს შეკვეცავს. ამის მიუხედავად, „უიმბლდონის“ ორგანიზატორები გაგებით მოეკიდნენ ფრანგი კოლეგების პრობლემებს. თუმც ინგლისელები ვადებს არ შეცვლიან – „უიმბლდონის“ ძირითადი ბადის თამაშები 28 ივნისს...
ინგლისელების სავარდო და სამაისო
ამ სეზონში, ინგლისში სტადიონზე მაყურებელს დააბრუნებენ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინიტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ 17 მაისს ჩარაზული ჭიშკრები გაიხსნება. ეს ნიშნავს, რომ 23 მაისს, პრემიერლიგის ბოლო ტურში, თითოეულ თამაშს საშუალოდ 10 ათასი ადამიანი დაესწრება — სარბიელთა ტევადობის 25 პროცენტი. და ეს საუცხოო ცნობაა ინგლისის ფეხბურთის ლიგის ანუ ქვედა ეშელონის კლუბებისთვისაც, რადგან ამ პერიოდში მათ ფლეი-ოფები...
ფედერერი: მელოდეთ დოჰაში
დიდი მუზარადის ტურნირების 20-გზის გამარჯვებულმა როჯერ ფედერერმა გამოაცხადა, რომ კორტს დოჰას ტურნირზე (ATP 250) დუბრუნდება, რომელიც 8-13 მარტს არის დაგეგმილი. „თუ ფიზიკურად კარგ ფორმაში ვიქნები, მინდა დოჰას შემდეგ ერთ ტურნირზეც ვითამაშო, თუ არა და გრუნტის სეზონამდე ვარჯიშებს დავუბრუნდები. ამის შემდეგ ჩემს განრიგში ჰალეს ტურნირი, „უიმბლდონი“ და ოლიმპიური თამაშები შედის,” – თქვა როჯერმა. შეგახსენებთ, რომ 39...
ძმები და გიტარა
„დიდი მუზარადის“ 16-გზის ჩემპიონები წყვილთა შორის ბობ და მაიკ ბრაინები ტყუპები არიან. 42 წლის ძმებმა, მხოლოდ ახლახანს გაარკვიეს, რომელია მათ შორის უფროსი. „ბობი უფროსია. ეს რამდენიმე თვის წინ გავიგეთ. დეკემბერში, ჩემი ქორწილის წინ მომიხდა ჩემი ძველი დაბადების დღის მოწმობის აღება, სადაც ეწერა, რომ ტყუპებიდან მეორე ვარ. დავინტერესდი, დამატებით 25 დოლარი გადავიხადე, რომ ბობის საბუთებიც მენახა...
ვავრინკა წლეულს ფიქრობს, ნადალი – საგაისოდ
მსოფლიო პანდემიით შეჩერებულია საჩოგბურთო სამყარო. სადღეისოდ ტურნირების განახლება 13 ივლისისთვის არის დაგეგმილი, მაგრამ არის შანსი ამ თარიღმა გადაიწიოს. რაც შეეხება დიდი მუზარადის ტურნირებს, რომელიც წლეულს იყო დაგეგმილი, „უიმბლდონი“ ნამდვილად აღარ გაიმართება, „როლან გაროსის“ დაწყების თარიღი 27 სექტემბერია, ამერიკის ღია პირველობის ორგანიზატორებს ჯერ არაფერი უთქვამთ და ისევ 24 აგვისტოს არის ჩანიშნული. თუმცა, დიდი მუზარადის სამგზის ჩემპიონი...
კორონასგან დაზღვეული
ბრიტანულ მედიას თუ ვენდობით, მომავალ კვირაში „უიმბლდონის“ წლევანდელი საჩოგბურთო ტურნირის გაუქმება ოფიციალურად გაცხადდება. ინგლისის საჩოგბურთო კლუბის დირექტორთა საბჭოს სხდომა წინა კვირას იყო დაანონსებული, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე დღეში გაიმართება ტელე-კონფერენციის ფორმატში. ელიან, რომ საბჭო 1945 წლის შემდეგ პირველად გამოაცხადებს უპრესტიჟულესი ტურნირის გადადების ამბავს. „უიმბლდონი 2020“ 29 ივნისიდან 12 ივლისამდე შუალედში უნდა გამართულიყო. საინტერესოა, რომ სხვა სპორტული...
ოლიმპიადა: უიმბლდონიდან ამერიკამდე
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ჯონ კოუტსმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. მის კომიტეტს უშუალოდ ავალია თანამშრომლობა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტთან.. იაპონურ გაზეთ „იომიურისთან“ ინტერვიუში კოუტსმა ბრძანა, რომ ტოკიოს თამაშები 2021 წელს უიმბლდონისა (ივლისის დასაწყისი) და აშშ-ის ღია პირველობის (სექტემბრის დასაწყისი) საჩოგბურთო ტურნირებს შორის პერიოდში გაიმართება. ზუსტი თარიღი უახლოეს ოთხ კვირაში გახდება ცნობილი.
პირმშვენიერი ეპოქა
გოგონა მამასთან ჩასახუტებლად გარბის… ზოგადად, ამაღელვებელი მომენტია შვილების მამებთან ჩახუტება. ერთი ასეთი მომენტი კი, ალბათ სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში… 2005 წლის 3 ივლისი, უიმბლდონის ცენტრალური კორტი, 17 წლის ულამაზესი გოგონა ტრიბუნებისკენ გარბის, მან ეს ესაა გადატრიალება მოახდინა ჩოგბურთში და სპორტის ამ სახეობის ერთ-ერთ უდიდეს სენსაციად იქცა. გარბის მაშა, გარბის მამასთან ჩასახუტებლად, მამასთან რომელიც თავის მხრივ...
უჯიგრო წესიერი
*** 15 მოგებული ტიტული *** 2010 წელს უიმბლდონის ფინალისტი *** ჰოფმანის თასის ჩემპიონი (2012) *** დევისის თასის გამარჯვებული (2012, 2013) ეს მცირე ჩამონათვალია იმ მიღწევებისა, რასაც ტომაშ ბერდიხმა თავისი საჩოგბურთო კარიერის მანძილზე მიაღწია. ჩეხ მეჩოგნეს აქტივში აუცილებლად უნდა ჩავუთვალოთ სხვადასხვა წლებში ავსტრალიისა და ამერიკის ღია პირველობების ნახევარფინალში გასვლაც. ის სამეფო სპორტის მოყვარულთა გარკვეული ნაწილის თვალში...








