„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ლეგენდა დევიდ ბექემი „უიმბლდონის“ ცენტრალური კორტის ცენტრალური ფიგურა იყო. ამჯერად მას მეუღლე ვიქტორია პოშის მაგიერ გვერდით დედა, სანდრა ეჯდა, რომელიც ჩოგბურთის დიდი მოყვარული ყოფილა. იქვე ისხდნენ ჩოგბურთისა და არა მარტო, ცნობილი ფუნქციონერები. „როლექსისა“ და „ჰარლინგემის“ კლუბების მმართველები. ბექზს ღია ყავისფერი პიჯაკი და თეთრი შარვალი ეცვა, რითიც იქაურთა აღფრთოვანება გამოიწვია. მათ...
ჭდე: უიმბლდონი
ნადალმა ნახევარფინალამდე იწვალა
უიმბლდონის მეოთხედფინალური წყვილების მეორე სათამაშო დღის ყველაზე დაძაბული მატჩი ამერიკელი ტეილორ ფრიცისა და ესპანელი რაფა ნადალის გამოდგა. გამარჯვებული მეხუთე სეტში გამოვლინდა. მანამდე ორივე ჩოგბურთელმა სეტები ერთნაირი ანგარიშით მოიგო: ფრიცმა ორივე 6:3, ნადალმა ორივე – 7:5. გადამწყვეტ სეტში საქმე ტაი ბრეიკამდე მივიდა. არადა, ნადალს მანამდე შეეძლო საქმის მოთავება, როდესაც მეშვიდე გეიმში ფრიცს ჩაწოდება აართვა, მაგრამ მერვეშივე...
ბასილაშვილი მესამე ეტაპზეა
ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონზე წინ მიიწევს. ჩვენიანმა ტურნირის მეორე მატჩიც მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ნიდერლანდელ ტიმ ვან რიტოვენსა და ამერიკელ რეილი ოპელკას შორის მოგებული იქნება და კაცმა რომ თქვას, არც ერთია დაუმარცხებელი, არც – მეორე. ქვენტინ ჰალისთან დღევანდელი შეხვედრა კი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ნიკამ, შეიძლება ითქვას, ბეწვის ხიდზე გაიარა, თუმც ბოლოს მაინც საჩვენო ანგარიში დაფიქსირდა...
რუსი გაქართველებულა
ნათელა ძალამიძემ, რომელიც აქამდე რუსეთის სახელით ასპარეზობდა, მოქალაქეობა შეიცვალა, ქართული პასპორტი აიღო და მოახლოებულ „უიმბლდონზე“ ჩვენი სახელით ითამაშებს. ძალამიძე, აქამდე რუსეთში ვარჯიშობდა, WTA-ს რეიტინგშიც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლად იყო ხსენებული. ახლა კი მის პროფილზე საქართველო და ჩვენი ქვეყნის დროშაა მითითებული. ნათელა ძალამიძე WTA-ს 44-ე პოზიციაზეა, ოღონდ წყვილთა თანრიგში. მას ორი ტურნირი აქვს მოგებული. ბოლოს რუსეთის სახელით...
გინდა უიმბლდონი? დაგმე პუტინი
რუსი და ბელორუსი ჩოგბურთელები „უიმბლდონზე“ იმ შემთხვევაში ითამაშებენ, თუ რუსეთის ფედერაციისა და მისი პრეზიდენტის ქმედებას, უკრაინაში ომის დაწყების გამო, დაგმობენ. ბრიტანეთის მთავრობამ საკითხი პირდაპირ დააყენა. სხვა შემთხვევაში, ჩოგბურთელები „უიმბლდონზე“ ვერ ითამაშებენ. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, სპორტის მინისტრი ნაიჯელ ჰადლსტონი მოლაპარაკებას „უიმბლდონის“ ორგანიზატორებთან მართავს და მითითებებს აძლევს, რომ „პუტინის მომხრეებს“ თავის გამოჩენის საშუალება არ მიეცეთ. მართალია, რამდენიმე...
ნოვაკ აუცრელი
ნოვაკ ჯოკოვიჩი ჯიუტად აცხადებს, რომ აცრას არ გაიკეთებს, თუნდაც ამ ფაქტმა მის კარიერაზე იმოქმედოს. ნოლე გაიძახის ვაქცინაციის წინააღმდეგი არ ვარო. მაგალითად კი, ბავშვობაში გაკეთებული აცრები მოჰყავს, მაგრამ თავისუფლებას „აწვება“. „ანტივაქსერი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ყოველთვის ვიყავი თავისუფლების მომხრე და ვეხმარებოდი ყველას, ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდა. ადამიანს თვითონ უნდა შეეძლოს იმის გადაწყვეტა, რას მისცემს საკუთარ სხეულს“, – ამბობს...
ძველი ბარტი და ახალი რადუკანუ
ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის ვერსიით, 2021 წლის საუკეთესო ჩოგბურთელი მსოფლიოს პირველი ჩოგანი ეშლი ბარტი გახდა. მართალია, 25 წლის ავსტრალიელმა ამ სეზონში მხოლოდ უიმბლდონი მოიგო, მაგრამ სეზონი პირველი ჩოგანის რანგში დაასრულა. ბარტი რეიტინგის სათავეს 2019 წლის შემდეგ უდგას. წლის საუკეთესო ახალბედა 19 წლის ბრიტანელი ემა რადუკანუ გახდა, ვინაც წელს აშშ-ის ღია პირველობაზე იმარჯვა. აღსანიშნია, რომ რადუკანუმ მოგებული...
ნოლე – 20!
9-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობა, 6-ჯერ უიმბლდონი, 3-ჯერ ამერიკის ღია პირველობა, 2-ჯერ „როლან გაროსი“ – ეს ნოვაკ ჯოკოვიჩის ის მონაგარია, რითაც დღეიდან უკვე მსოფლიო ჩოგბურთის დიდებულებს – როჯერ ფედერერსა და რაფა ნადალს გაუთანაბრდა… დიახ, სადღეისოდ რეიტინგის პირველმა ნომერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მე-6 მოიგო უიმბლდონი და ჯამში მე-20 გრანდ სლემი მოიპოვა. ფინალში სერბმა ვარსკვლავმა იტალიელ მატეო ბერეტინის ოთხ...
მაესტროს ძილი მოერია…
დიდი როჯერ ფედერერი „უიმბლდონს“ დაემშვიდობა… დაემშვიდობა წლეულს და შესაძლოა… 8 აგვისტოს „მაესტროს“ 40 წელი შეუსრულდება, ასეთ ასაკში კი: „დავიღალე, დიდი სიამოვნებით დავიძინებდი აქვე. ფსიქოლოგიურად ძალიან რთული იყო ჩემთვის ამ მატჩის წაგება, თუმცა ვთვლი რომ 39 წლის ასაკში მეოთხედფინალში გასვლა ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის. დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ლონდონში გაისადაც, თუმცა ჩემს ასაკში წინასწარ ვეღარაფერს დაგეგმავ“,...
ბასილაშვილი და ეპოქის მეოთხე
წლევანდელი „უიმბლდონი“, ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის უაღრესად დამაინტრიგებლად იწყება. პირველსავე წრეში მისი მეტოქე ლეგენდარული ენდი მარი იქნება. მსოფლიოს ექსპირველი ჩოგანი ამჟამად მხოლოდ 119-ე პოზიციაზეა და ტურნირზეც “ველური ბარათით” მოხვდა, მაგრამ კარიერაში 46 ტიტულის მომგებს ჩოგნის ქნევა რომ არ დავიწყებია, ფაქტია. მისი საკარიერო მონაგარი გაცილებით მეტი იქნებოდა, „დიადი სამეულის“ ეპოქაში რომ არ მოხვედრილიყო. თავისი თაობის მუდმივ მეოთხედ მონათლული...









