ეს შთამბეჭდავი კადრები „ნაპოლის” გასახდელიდან თავად კლუბმა გააზიარა. იტალიის სამგზის ჩემპიონი ზეიმობს. ემოცია ჯებირს ანგრევს. ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც, როგორც „ილ მატინო” წერს, ვიქტორ ოსიმენთან ერთად „პარტენოპეელები” ტრიუმფამდე მიიყვანა, სიხარულის ცრემლს ვერ იკავებს და მას თანაგუნდელი ალექს მერეტი აწყნარებს. სკუდეტო 33 წლის შემდეგ კვლავ „ნაპოლისაა”.
ჭდე: სკუდეტო
ნეაპოლი, ლურჯი მატარებელი, ვირი, კუბო და სხვა
დღეს „ნაპოლის” ქომაგებს „დიეგო მარადონას” სახელობის სტადიონზე ლურჯი მატარებელი მიიყვანს. რასაკვირველია, ეს სტადიონზე მისასვლელად ერთადერთი გზა არ არის და საეჭვოა ჩვენს მკითხველს აინტერესებდეს, კონკრეტულად რომელი მარშრუტით ივლის ეს ახალშეღებილი შემადგენლობა, მაგრამ თავად ფაქტი ადასტურებს, რომ ქალაქში ყველა გაგიჟდა. მიზეზი გასაგებია: რამდენიმე საათში ლუჩანო სპალეტის გუნდი შესაძლოა 33 წლიანი ლოდინის შემდეგ, ისტორიაში მესამედ გახდეს იტალიის ჩემპიონი....
ნეაპოლელთა ყველაზე გიჟური იდეა
ნეაპოლი სკუდეტოს აღნიშვნისთვის ემზადება, „კორიერე დელო სპორტი” კი „აძურის” ფანების მრავალ ინიციატივათაგან ერთ-ერთ ყველაზე გიჟურს გვაცნობს. მავანთ ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის იმიტაცია მონდომებიათ. ეს ამბავი ვეზუვის ეროვნული პარკის თანამშრომელთა ყურამდე მივიდა, რომელთაც თავის მხრივ შეატყობინეს პრეფექტურასა და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს; აუხსნეს მათ, რომ ასეთ ღონისძიებას სოციალური და ეკოლოგიური გართულებები შეიძლება მოჰყვეს. პარკის ადმინისტრაცია ტერიტორიის დაცვას ითხოვს....
ნეაპოლში უკვე საჩემპიონო მაისურებს კერავენ
ამბობენ ნეაპოლში ცრუმორწმუნე ხალხი ცხოვრობსო. ვიდეო, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ საპირისპიროს მეტყველებს. როგორც ჩანს, ბიზნესი მაინც თავისას შვრება. „ნაპოლი” სერია A-ს ცხრილში ლიდერობს, ჩემპიონატის დამთავრებამდე 15 ტურით ადრე მეორე ადგილზე მყოფ „ინტერს” 15 ქულით უსწრებს და სკუდეტოს მოგების რეალური შანსი აქვს. თუ ლუჩანო სპალეტის გუნდი იტალიის ჩემპიონობას ხელიდან არ გაუშვებს, მაშინ კლუბს იმდენი სადღესასწაულო მაისურა ექნება...
ნაპოლის ლეგენდარული მეპატრონე: კვარა ჩემთვის არის კარა
ამბობენ, ამ ბოლო დროს, იტალიაში, ვისაც ხალხისთვის თავის შეხსენება უნდა, ყველა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ აზრს გამოთქვამსო, მაგრამ ასეც რომ იყოს, კორადო ფერლაინო ყველა არ არის — განათლებით არქიტექტორი, 32 წლის განმავლობაში „ნაპოლის” მფლობელი გახლდათ. მათ შორის არის „აძურის” ისტორიის ის ბედნიერი პერიოდი, როდესაც გუნდმა დიეგო მარადონა შეიძინა და ორჯერ იტალიის ჩემპიონის ტიტული ანუ სკუდეტო, ერთხელ...




