22 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩს ჩაატარბეს – „ჰვაროსნების მეტოქე ჩეხეთის ეროვნული ნაკრები იქნება. უეფა-მ ამ შევხედრის განსჯა გერმანელ არბიტრს, დანიელ ზიბერტს მიანდო, მას თანამემულეები, იან ზეიდელი და რაფაელ ფოლტინი დაეხმარებიან. ვიდეორეფერის ოთახში კი ასევე გერმანელი მარიკო ფრიტცი იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი ჰამბურგში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
ჭდე: საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
ისტორიული გოლი და დასანანი წაგება…
2024 წლის 18 ივნისი ქართული ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ ჩაეწერება – საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი ჩაატარა, რომელზე დასწრების პატივი ამ სტრიქონების ავტორსაც მერგო, რაშიც თავისი წვლილი საქართველოს სპორტის სამინისტროსაც მიუძღვის. მართალია „ჯვაროსნები“ თუექეთთან 1:3 დამარცხდნენ, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა და ცოტა მეტად რომ გამართლებოდა, ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრაში მინიმუმ ქულას მოიპოვებდა. ანგარიში თურქებმა...
90 წუთი? შეიძლება 120-იც…
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა საბერძნეთთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალამდე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და გუნდის მზადყოფნაზე ისაუბრა. „წინა მატჩისგან განსხვავებით, ახლა აღდგენებისთვის მეტი დრო მოგვეცა. ლუქსემბურგის შემდეგ 26-ივე მოთამაშე მზად არის. დაგვრჩა ბოლო ვარჯიში. მეტოქეზე არ ვისაუბარებ, მირჩევნია, ყურადღება საკუთარ გუნდზე გავამახვილოთ. როდესაც გავიგეთ, რომ საბერძნეთს ვეთამაშებოდით, ვიცოდით, რომ რთული თამაში...
ვარჯიში ოცდაოთხით…
საქართველოს ეროვნული ნაკრები 16 ნოემბერს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო საშინაო მატჩს თბილისში, შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 14 ნოემბერს, ვილი სანიოლის გუნდმა „მიხეილ მესხი 2“-ზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. შეგახსენებთ, რომ გაბრიელ სიგუამ ტრავმის გამო ნაკრების შეკრება დატოვა. 15 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ ივარჯიშებს, მანამდე კი ნაკრების მთავარი მწვრთნელის მატჩისწინა...
ნაკრებმა თხუთმეტით დაიწყო…
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ოქტომბრის მატჩებისთვის მოსამზადებლად თბილისში შეიკრიბა. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, ამხანაგურ მატჩში ტაილანდს დაუპირისპირდება, 15-ში კი, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს. შეკრების პირველ დღეს, ჩვენმა გუნდმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 15 ფეხბურთელი მონაწილეობდა: გიორგი ლორია, გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, სოლომონ კვერკველია, ალექსანდრე კალანდაძე, ირაკლი აზაროვი, ნიკა კვეკვესკირი,...
ვაისის ახალი აისი
ის, რაზეც აქამდე მხოლოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი საუბრობდა, ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დაადასტურა. პრესკონფერენციაზე სლოვაკმა მწვრთნელმა თქვა, რომ… – დიახ, გადავწყვიტე, საქართველოს ნაკრებში კიდევ ორი წელიწადი ვიმუშავებ, რის შემდეგაც, ვიმედოვნებ, ჩემი საქმიანობა წარმატებულად შეფასდება. შეგახსენებთ, სლოვაკი ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებში 2016 წლიდან მუშაობს. მის ხელში ეროვნულმა გუნდმა მოიგო 3 შეხვედრა (სამივე...





