„შავმა ლომმა“ „თელ ავივ ჰითის“ საოცარ წნეხს გაუძლო, ორკაცნაკლულმა უპირატესობა შეინარჩუნა და „რაგბი ევროპის“ სუპერთასის მფლობელი ზედიზედ მესამედ გახდა! ცნობისთვის, ეს ტურნირი სულ მესამედ გაიმართა და ქართულმა ფრენჩაიზმა ჯერაც არავინ გააკარა საკმაოდ ორიგინალურ ჯილდოს. 27:17 – ესაა შეხვედრის საბოლოო ანგარიში. სიცივის მიუხედავად, „ავჭალაზე“ საკმაოდ ბევრი ხალხი შეიკრიბა და ეჭვგარეშეა, რომ მორაგბეებმა პუბლიკა ცეცხლოვანი, ემოციებით აღსავსე...
