ჭდე: რომელუ ლუკაკუ

Home რომელუ ლუკაკუ
პარიზის დისნეილენდის საოცრებები
ჩანაწერი

პარიზის დისნეილენდის საოცრებები

„რეალი“-„აიაქსის“ შემდეგ თუ ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე კიდევ რამე გაგვაოცებდა, ძალიან ძნელი წარმოსადგენი იყო. ეს უკვე სენსაციის ჩარჩოებსაც სცდება და პუნქტობრივად გეტყვით, რატომ… 1. ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში სულ 34-ჯერ მოხდა, რომ პირველ შეხვედრაში მასპინძელი ორი ან მეტი ბურთით დამარცხდა. აქამდე ამ დეფიციტის აღმოფხვრა და შემდეგ ეტაპზე გასვლა არავის მოუხერხებია. სულშერმა შეძლო. 2. სულშერმა პარიზში მოისაკლისა:...

ლუკაკუ და პოგბა წაიჩხუბნენ
ჩანაწერი

ლუკაკუ და პოგბა წაიჩხუბნენ

რომელუ ლუკაკუ თანაგუნდელ პოლ პოგბას წაჩხუბებია. კონფლიქტის მიზეზი: შაბათს „საუთჰემპტონთან” შეხვედრაში პოგბამ ლუკაკუს პენალტი არ დაარტყმევინა, თავად მიიჭრა თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან და… ვერ შეაგდო. არადა, ლუკაკუსთვის რომ დაეთმო და ბელგიელს გაეტანა, ის ჰეთ-თრიკის ავტორი გახდებოდა. გამწარებულ ლუკაკუს პოგბასთვის უთქვამს, ხომ არ დაგავიწყდა, ჟოზე მოურინიუს მწვრთნელობის დროს შენი საქმე ცუდად რომ მიდიოდა, გვერდში როგორ გედექიო. შეგახსენებთ: შაბათის შეხვედრაში,...

ლუკაკუ: მოურინიუ კარგი კაცია!
ჩანაწერი

ლუკაკუ: მოურინიუ კარგი კაცია!

ერთი ხანია ჟოზე მოურინიუს გვარ-სახელი ინგლისური გაზეთების პირველი გვერდებიდან არ ჩამოდის. იწერებოდა მისი უკმაყოფილო კომენტარები „მანჩესტერ იუნაიტედის” შეფების სატრანსფერო პასიურობის გამო; ამბობდნენ, რომ „განსაკუთრებულმა” მეორე შვილის დაბადებაზე დასასწრებად ამერიკის შეკრებიდან პარიზში გაქცეულ და დაგვიანებულ ანტონი მარსიალს ხელფასი დაუქვითა; ჭორაობდნენ, რომ მოურინიუს უხასიათობას ფეხბურთელები კარგად ამჩნევდნენ და ზურგსუკან მის წინააღმდეგ ბუტბუტებდნენ რაღაცას, მაგრამ როგორც ჩანს ყველა...

მოურინიუ ფეხბურთელებს ეხვეწება
ჩანაწერი

მოურინიუ ფეხბურთელებს ეხვეწება

გაწბილებული ჟოზე მოურინიუ თავის ფეხბურთელებს შვებულებების შეკვეცას და სეზონისწინა შეკრებაზე რაც შეიძლება მალე ჩასვლას სთხოვს. „იუნაიტედმა”, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის გმირების გარეშე ვარჯიშობს ერთი საკონტროლო თამაშიც კი ვერ მოიგო, „ლივერპულთან” 1:4 წაგებაზე რომ არაფერი ვთქვათ. მეორე მხრივ, როგორ გინდა დასვენება შეაწყვეტინო ფეხბურთელებს, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლომდე იყვნენ. პოლ პოგბამ, ჯესი ლინგარდმა, რომელუ ლუკაკუმ და მარუან ფელაინიმ...

მანჩესტერი გადაუხდის!
ჩანაწერი

მანჩესტერი გადაუხდის!

თუ მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდება, რომელუ ლუკაკუ ექვსნიშნა ბონუსს მიიღებს… „მანჩესტერ იუნაიტედისგან”. ბელგიელ ვარსკვლავს, რომელიც „ოლდ ტრეფორდზე” „ევერტონიდან” 75 მილიონ გირვანქად გადავიდა მანჩესტერელებთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ბევრი სახეირო პუნქტი აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი ზემოთ გაგაცანით. 25 წლის ფორვარდს სტარტი მშვენიერი ჰქონდა — პირველ შეხვედრაში პანამას ორი გოლი გაუტანა. „ჩელსის” ყოფილ მოთამაშეს გასულ სეზონში ერთი დიდი პრემია...

ესეც თქვენი რეშფორდი
ჩანაწერი

ესეც თქვენი რეშფორდი

ახლა ხომ გაიგეთ, რატომ ვათამაშებ მთელი წელიწადი რომელუ ლუკაკუს და არა მარკუს რეშფორდსო, მრავალმნიშვნელოვნად გაშალა მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე ხელები „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა ჟოზე მოურინიუმ — „წითელმა ეშმაკებმა” ბრაიტონში 0:1 წააგეს. ლუკაკუს ტრავმის გამო 20 წლის რეშფორდს ძირითადში მოხვედრის და თავის გამოჩენის იშვიათი შანსი მიეცა, მაგრამ ვერ ივარგა. მოურინიუ: „მთელი სეზონის განმავლობაში ერთი და იგივე მესმის. მეკითხებიან,...

მერი ბარკლით გამოვიდა
ჩანაწერი

მერი ბარკლით გამოვიდა

ლივერპულის მერი და „ევერტონის“ ფანი ჯო ანდერსონი ტვიტერზე სიტყვით გამოვიდა –  პრემიერლიგის შეფებს სთხოვს, „ევერტონიდან“ „ჩელსიში“ როს ბარკლის გადასვლა გამოიძიონ. „ევერტონის“ აღზრდილი 24 წლის ნახევარმცველი „ჩელსიმ“ გუშინ 15 მილიონ გირვანქად იყიდა, არადა აგვისტოში 30-ს იხდიდა და  ფეხბურთელის აგენტმა გარიგება ჩაშალა. საგულისხმოა ისიც, რომ ბარკლი ტრავმირებული იყო და ამ სეზონში წუთიც არ უთამაშია. „ევერტონის“ ფანებისთვის ეს...