ჭდე: პიკე

Home პიკე
პიკემ შაკირას კაცი დაავიწყა
ჩანაწერი

პიკემ შაკირას კაცი დაავიწყა

ცნობილმა მომღერალმა შაკირამ, „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელთან ჟერარ პიკესთან დაშორების შემდეგ ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებზე ისაუბრა. „ერთხელ გავიგე ამბავი, რომ ქალს სრულყოფილებისთვის  მამაკაცი სჭირდება. ასევე ვოცნებობდი მქონოდა ოჯახი, სადაც ბავშვებს ეყოლებოდათ მამა და დედა, რომლებიც ერთ ჭერქვეშ იცხოვრებდნენ. მაგრამ ცხოვრებაში ყველა ოცნება არ ხდება. ახლა ორი მშვენიერი შვილი მყავს, რომელთათვისაც ყოველდღე სიყვარულით ვივსები. მივხვდი,...

შაკირას შფოთიანი დღეები
ჩანაწერი

შაკირას შფოთიანი დღეები

ცნობილი გახდა, რომ კოლუმბიელი პოპ-მომღერალი შაკირა, თავის ოდინდელ პარტნიორს, „ბარსელონას“ მცველ ჟერერ პიკეს დაშორდა. მომღერალმა ის ღალატში ამხილა. და არ გაინტერესებთ ვისთან უღალატა პიკემ? თანაგუნდელ გავის დედასთან! 45 წლის შაკირა და 35 წლის პიკე ერთად 11 წელიწადს ცხოვრობდნენ და ორი შვილი ჰყავთ. თითქოს ეს არ ეყოფოდაო, შაკირას მოხუცი მამა ცუდად დაეცა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. „მეგობრებო...

პიკე ბარსადან წავა, თუ…
ჩანაწერი

პიკე ბარსადან წავა, თუ…

გასულ კვირაში „ბარსელონას“ ერთ-ერთმა ლიდერმა ჟერარ პიკემ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2024 წლამდეა გათვლილი. ამის მიუხედავად, 33 წლის მცველს უკვე მომავალი ზაფხულიდან მოყოლებული, უფლება აქვს, ნებისმიერი სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს კლუბი. სამაგიერო პირობა კლუბმაც დაუთქვა: „ბარსელონადან“ წასვლის შემთხვევაში პიკემ ან საფეხბურთო კარიერა უნდა დაასრულოს, ანაც მხოლოდ ევროპის საზღვრებს გარეთ ითამაშოს.

ბარსა საკუთარ ფეხბურთელს ყიდულობს
ჩანაწერი

ბარსა საკუთარ ფეხბურთელს ყიდულობს

ესპანური „გრანდის“ მენეჯმენტში რომ სერიოზული პრობლემებია, ბოლო რამდენიმე გადაწყვეტილებაც ცხადჰყოფს. მორიგი ამგვარი „მიგნების“ შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. „ბარსელონა“ ინგლისური „სიტისგან“ მისივე აკადემიის აღზრდილ ერიკ გარსიას 18 მილიონ ევროდ ყიდულობს. გარსია 19 წლისაა და ალბიონზე სამი წლის წინ სიმბოლურ ფასად გადაბარგდა, გასულ სეზონში კი პრემიერლიგაში დებიუტი ჰქონდა. ახალგაზრდა ცენტრალური მცველის ყიდვა რონალდ კუმანის მოთხოვნაა. მისი თქმით,...

ბარასას ესღა აკლდა
ჩანაწერი

ბარასას ესღა აკლდა

ესპანური მედიის ცნობით, პოლიცია სერიოზულად დაინტერესდა „ბარსელონაში“ ფინანსური დარღვევებით და ფულის სავარაუდო გათეთრების შემთხვევებით. უფრო კონკრეტულად საქმე ეხება კონტრაქტს კომპანიასთან VENTURES. კომპანიას ევალებოდა სოციალურ ქსელებში პრეზიდენტ ხოსეპ ბარტომეუს იმიჯის გაუმჯობესება, პარალელურად კი ლეო მესის და ჟერარ პიკეს დისკრედიტაცია. პოლიციის განსაკუთრებული ეჭვი გამოიწვია ფირმისთვის გადახდილმა 600 %-იანმა (!) დანამატმა. აპრილში ჩატარებულმა აუდიტმა აჩვენა, რომ კლუბმა მომსახურებაში...

პიკე: ჩვენ ბარსა  ვართ!
ჩანაწერი

პიკე: ჩვენ ბარსა ვართ!

მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონამ“ საჩემპიონო რბოლაში შანსები გაიუარესა, გუნდის მცველ ჟერარ პიკეს თქმით, ჯერ დაკარგული არფერია და კატალონიელები ბოლომდე იბრძოლებენ. „დაიმახსოვრეთ ერთი: ჩვენ „ბარსა“ ვართ! ბოლომდე ბრძოლა ჩვენი თვისებაა. თავს ვწევთ მაღლა და სამშაბათს მოედანზე მოსაგებად გავდივართ“, – წერს პიკე „ტვიტერში“. შეგახსენებთ, „ბარსელონამ“ 32 მატჩში 69 ქულა დააგროვა და პრიმერა დივიზიონის ცხილს ამ წუთისთვის კი...

კიკე: ჭკვიანი კაცია პიკე!
ჩანაწერი

კიკე: ჭკვიანი კაცია პიკე!

დღეს შუაღამისას ანუ საქართველოსთვის ფორმალურად უკვე ხვალ, „ბარსელონა” „ბილბაოს” უმასპინძლებს. „ბარსა” პირველ ადგილზე აღარ არის. იმის გამო, რომ პარასკევს „სევილიას” ვერ მოუგო (0:0), ინიციატივა „რეალს” გადააბარა, მადრიდის გუნდმა კი თავის წილ „რეალ სოსიედადს” 2:1 სძლია და გალიდერდა. „რეალის” და „სოსიედადის” შეხვედრამ, როგორც ვწერდით, კამათი გამოიწვია. დღევანდელი მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე „ბლაუგრანას” თავკაცმა კიკე სეტიენმა თქვა: „არის რაღაცები,...

ლა ლიგის ქურდები
ჩანაწერი

ლა ლიგის ქურდები

ესპანეთში, ლა ლიგის ფეხბურთელების სახლებს თითქმის ყოველდღე ძარცვავენ. რამდენიმე დღის წინ, მადრიდული დერბის მიმდინარეობისას კაზემიროს სახლი მაშინ გაქურდეს, როდესაც მისი ცოლ-შვილი შინ იმყოფებოდნენ. საბედნიეროდ, ბრაზილიელის ოჯახს არაფერი დაშავებია. ამჯერად, მძარცველები მეორე მადრიდული გრანდის, „ატლეტიკოს“ ფეხბურთელის თომას პარტეიისს სახლს ესტუმრნენ. ეს მაშინ, როდესაც ფეხბურთელი „ლოკომოტივთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მოსკოვშია წასული. უპატრონოდ სახლი არც ახლა  იყო, მასში განელი...