კილიან მბაპემ მონაწილეობა მიიღო პოდკასტში სახელწოდებით „ხიდი’’, რომლის პროდიუსერი გახლავთ აურელიენ ჩუამენი. ეს გადაცემა იუთუბზე ოთხშაბათს გავიდა. საუბარში „რეალის’’ ფრანგი ვარსკვლავის გარდა მონაწილეობა მიიღეს „პარი სენ ჟერმენის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა აშრაფ ჰაკიმიმ და შოუმენმა მალიკ ბენტალამ. მბაპე პსჟ-ში „მონაკოდან’’ 2017 წელს გადავიდა და ფაქტობრივად ყველაფერი მოიგო ჩემპიონთა ლიგის გარდა. პსჟ-მ ეს დიდი პრიზი მისი წასვლის შემდეგ...
ჭდე: პარი სენ ჟერმენი
პარიზის ახალი მერი და პარკ დე პრენსი
პარიზს ახალი მერი ჰყავს – სოციალისტი ემანუელ გრეგუარი. მან მუნიციპალურ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებიდან ერთ კვირაში გადაწყვიტა ხელი მოჰკიდოს რამდენიმე ისეთი საკითხის მოგვარებას, რომელსაც ქალაქის წინა თავი თვეობით უტრიალებდა. ერთ-ერთი ასეთ საკითხთაგანია „პარკ დე პრენსის’’ „პარი სენ ჟერმენისთვის’’ მიყიდვა ან არ-მიყიდვა. კლუბს სარბიელის შეძენა კარგა ხანია სურს, მაგრამ გრეგუარის წინამორბედი ან იდალგო ნაგებობას და ტერიტორიას, რომელზეც...
ჰაკიმი მართლა რეალზე ოცნებობს?
footmercato-მ გამოაქვეყნა წერილი „პარი სენ ჟერმენის’’ მაროკოელ ვარსკვლავ აშრაფ ჰაკიმიზე. მისი დაწერისკენ ფრანგულ გამოცემას ესპანელი ჟურნალისტის რამონ ალვარეს დე მონის მიერ გავრცელებულმა ცნობამ უბიძგა. ალვარესი ამტკიცებს, რომ მაროკოელს „რეალში’’ დაბრუნება უნდა. ესპანელი ჟურნალისტის მტკიცებით მართალია ჰაკიმის პსჟ-სთან ხანგრძლივი კონტრაქტი აკავშირებს და გუნდში მნიშვნელოვანი როლიც აკისრია, მაგრამ მადრიდული და პარიზული კლუბების კარგი ურთიერთობა იმედს აძლევს, რომ...
ლანსმა პარიზს უარი შეუთვალა
მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო: „პარი სენ ჟერმენმა’’ ოფიციალურად მოითხოვა „ლანსთან’’ შეხვედრის გადადება. ეს მატჩი დანიშნულია 11 მარტს, ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპულთან’’ ორ თამაშს შორის. პარიზულ გუნდს სურს დაძაბული კვირა შეიმსუბუქოს, მაგრამ გადადების კატეგორიული წინააღმდეგია „ლანსი’’. ადრე ფრანგულ პრესაში ამოვიკითხეთ, თითქოს მეტოქის თანხმობის გარეშე ლიგა 1-ის კალენდარი ვერ შეიცვლება, მაგრამ „პარიზიენი’’ წერს, რომ საფრანგეთის პროფესიული ლიგის...
ხვიჩას უიღბლო დღე
„პარი სენ ჟერმენის’’ წარმატებული კვირა ლიგა 1-ის 27-ე ტურში „ნიცას’’ 4:0 ძლევით დასრულდა. ასეთ შეხვედრებზე შეიძლება თქმა, რომ გამარჯვებულ გუნდს ოფლი არ გამოსვლია ― პარიზელები ცხრილის სათავეში დარჩნენ და მდევარ „ლანსს’’ ძველებურად ერთი ქულით უსწრებენ. ერთადერთი, რაზეც ქართველ გულშემატკივარს ამ შეხვედრაში გული დასწყდა ხვიჩა კვარაცხელიას უიღბლობაა. პსჟ-ს ვარსკვლავს რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ბურთი ხან...
ლუის ენრიკე: ეს იქნება კლასიკა
„პარი სენ ჟერმენი’’ ჩემპიონთა ლიგაში „ჩელსისთან’’ ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ ლიგა 1-ს უბრუნდება. დღეს, საქართველოს დროით კი უკვე ხვალ ანუ 24 საათზე პარიზელები სტუმრად ითამაშებენ „ნიცასთან’’. ისინი შეეცდებიან სანაკრებო კვირეულის წინ ცხრილის სათავეში განმტკიცდნენ. მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ტრადიციული პრეს-კონფერენცია გამართა. – მეოთხედფინალურ შეხვედრებს შორის „ლანსთან’’ გაქვთ თამაში. ხომ არ აპირებთ მისი გადადების თხოვნით მიმართოთ შესაბამის ორგანიზაციას?...
პარიზელების დამქანცველი აპრილი
„პარი სენ ჟერმენის’’ ფეხბურთელებს აპრილში ამოსუნთქვის საშუალება არ ექნებათ. სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაში „ჩელსისთან’’ 3:0 მოგების შემდეგ მათ უკიდურესად დაძაბული პერიოდი ეწყებათ. თუ მეოთხედფინალში „ლივერპულსაც’’ დაძლევს ლუის ენრიკეს გუნდს მომდევნო თვეში თამაშების რაოდენობა შეიძლება რვამდე აუვიდეს. ნახევარფინალის პირველი შეხვედრები ხომ 29 და 29 აპრილს არის დანიშნული. თავი დავანებოთ 21 მარტის თამაშს ნიცაში, რომელსაც...
კვარას დაუვიწყარი შეხვედრა
„საფეხბურთო ბრწყინვალებისა და სიკაშკაშის წუთებს დაფასება უნდა. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული მწვერვალზე დაბრუნდა. მან „ბებერ კონტინენტზე’’ მოწინააღმდეგეების ჩაგვრა განაახლა. მან გაანადგურა „ჩელსი’’, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე მეექვსე ადგილი დაიკავა, თან ისეთი სხვაობით, რომელიც პრემიერლიგაში შეშფოთებას იწვევს. „პარკ დე პრენსზე’’ გამართული შეხვედრის ბოლო და „სტემფორდ ბრიჯზე’’ გამართული შეხვედრის პირველი თხუთმეტი წუთი ინგლისური გუნდის რექვიემი იყო. ჯამში ექვსგოლიანი...
კაცი გამარჯვებულის მენტალიტეტით
„ჩელსისთან’’ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური შეხვედრის წინა საღამოს „პარი სენ ჟერმენის’’ ფორვარდმა ოსმან დემბელემ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს გასცა პასუხი. პირველი თამაში პარიზში პსჟ-ს 5:2 აქვს მოგებული. – „რენთან’’ წაგების შემდეგ თქვენ თქვით, რომ ფეხბურთელი თავის თავზე კი არა, კლუბზე უნდა ფიქრობდეს. ამ სიტყვებს სხვადასხვანაირი ინტერპრეტაცია მოჰყვა. ხომ არ ნანობთ? – საერთოდ არ ვნანობ. როგორც მაშინ...
ჩელსის ვინჩიჩი კარგად ჰყვას დაცდილი
„ჩელსისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრას სლოვენიელი მსაჯი სლავკო ვინჩიჩი გაუძღვება. ეს ის არბიტრია, რომელმაც 29 იანვარს „პარკ დე პრენსზე’’ ჯგუფური ეტაპის შეხვედრა იმსაჯა „ნიუკასლის’’ წინააღმდეგ – 1:1. 46 წლის ვინჩიჩს ბედმა პსჟ-ს თამაშების გაძღოლა უკვე ხუთჯერ არგუნა. გასულ სეზონში მას მას ერგო პარიზელთა ორივე შეხვედრა „არსენალთან’’, როგორც ჯგუფურ ეტაპზე („არსელანმა’’...









