დანიელე დე როსი, რომელმაც „რომაში“ კარიერა ახლახან დაასრულა, იმის მიუხედავადაც რომ რამდენიმე კლუბი ისევ იწვევდა, ფეხბურთიდან წასვლას აპირებდა. იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელობაც შესთავაზეს, მაგრამ ყველას და ყველაფერს უარს ეუბნებოდა… და უცებ, არგენტინული „ბოკა ხუნიორსის“ ფეხბურთელი გახდა… დიეგო მარადონამ იტალიელის „ბომბონერაზე“ გადასვლა ნეაპოლელთა მთავარი წმინდანის, იანუარიუსის სასწაულს შეადარა. გახსოვთ ალბათ, ცნობილი იტალიური ფილმიდან, მთავარი გმირი, დუდუ, იანუარიუსს...
ჭდე: ნაპოლი
კლოპი: სხვა ცხოველები ვიქნებით
იურგენ კლოპმა თქვა, ნებისმიერი პრემიერლიგელი მეტოქე, რომელიც ნახავს, როგორ ვითამაშეთ შოტლანდიაში „ნაპოლისთან”, იფიქრებს, რომ ადვილი დასამარცხებელი გუნდი ვართ და ეს შეიძლება კარგიც კი იყოსო. „ლივერპულმა” იტალიურ გუნდთან, ამხანაგურ შეხვედრაში 0:3 წააგო. „ნაპოლის” გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა გუნდის ლიდერმა ლორენცო ინსინიემ, რომელმაც ერთი გოლი თვითონ გაიტანა, თითო კი არეკ მილიკსა და ამინ იუნესს გაატანინა. კლოპმა თავის...
სარი და ქალბატონი
ბოლო ცნობა ასეთია: „ჩელსიმ” მაურიციო სარის „იუვენტუსში” გადასვლის ნება დართო. ამ ინფორმაციას ჯერ კიდევ სჭირდება ოფიციალური დადასტურება, მაგრამ ფაქტია, რომ სარის ტურინულ მისწრაფებებზე ევროლიგის ბაქოური ფინალის წინაც ლაპარაკობდნენ. „სპორტიტალიას” ტრანსფერების ექსპერტმა ალფრედო პედულამ დაწერა, რომ მწვრთნელის აგენტ ფალი რამადანის ამ დღეებში დასავლეთლონდონელთა კლუბის ხელმძღვანელობასთან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა. „სქაი იტალია” თავის მხრივ ამატებს, რომ თავად სარიმაც...
მხიარული ფეხები
რა უნდა ქნას მცველმა, თუკი ბურთი უკვე კარში მიდის, ის კი საჯარიმოს გარეთ იმყოფება – თავში ხელი შემოიკრას, ხელები ჩამოუშვას თუ პარტნიორებს დაუწყოს ყვირილი? სხვას შეიძლება რომელიმე ეს ვარიანტი აერჩია, მაგრამ არა ბერგამოელ ანდრეა მასიელოს. ფოტოზე ნათლად ჩანს, რომ ნეაპოლელი არკადიუშ მალიკის დარტყმის მომენტში ის საჯარიმოს წინ ნახევარწრეში იმყოფებოდა, მაგრამ ბურთს მაინც დაედევნა. შედეგად, მასიელომ...
ოსპინამ გონება დაკარგა
„ნაპოლის” კოლუმბიელმა მეკარემ დავიდ ოსპინამ „უდინეზესთან” შეხვედრის დროს გონება დაკარგა და სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანეს. 30 წლის გოლკიპერი „არსენალს” ეკუთვნის, იტალიაში კი იჯარით თამაშობს. მსაჯმა თამაში პირველი ტაიმის დამთავრებამდე ხუთი წუთით ადრე შეაჩერა, როდესაც „ნაპოლის” საჯარიმოსთან შეჯგუფულმა ფეხბურთელებმა ანიშნეს, რომ მეკარე წაიქცა და სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. ოსპინას კოლაპსის მიზეზი სავარაუდოდ, ცოტა ხნით ადრე „უდინეზეს” თავდამსხმელ იგნასიო...
იტალიელები ალყაში
ხუთშაბათ საღამოს „ნაპოლისა და „ციურიხის” ფანებმა მათი გუნდების ევროლიგის შეხვედრის წინ ქუჩაში იჩხუბეს. იტალიელი ჟურნალისტი კარლო ალვინო წერს, რომ ნეაპოლელები მასპინძელმა ფანებმა სტადიონ „ლეტციგრუნდამდე” დაახლოებით კილომეტრნახევრით ადრე ალყაში მოაქციეს. ალვინო შვეიცარიელი ხულიგნების თავდასხმას ლაჩრულს უწოდებს. მან სოციალურ მედიაში დაწერა: „ისინი იტალიურნომრიან მანქანებს გარს შემოერტყნენ და რბევა დაუწყეს. ეს ყველაფერი სტადიონიდან საკმაოდ შორს ხდებოდა” ალვინოს თქმით...
ფილოსოფიათა ჯახი
„ნაპოლი” სერია A-ში მეორე ადგილზეა. მე-15 ტურში ნეაპოლელები „ფროზინონეს” მასპინძლობენ, მათ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის კი დროგამოშვებით ისევ მიუნხენის „ბაიერნში” გატარებულ დროზე და გერმანიის რეკორდმაისტერიდან წამოსვლაზე ეკითხებიან. „ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მწარე გამოცდილება. მას შეიძლება ფილოსოფიათა შეჯახებაც დავარქვათ, — თქვა საქვეყნოდ ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა „გაძეტა დელო სპორტთან” ინტერვიუში, — კლუბს არც სტრუქტურის გამოცვლა უნდოდა, არც...
ძვირი კრიშტიანუ
მართალია, რომ კრიშტიანუ რონალდუ ზაფხულში კინაღამ „მილანის” ფეხბურთელი გახდა? მასიმილიანო მირაბელის მტკიცებით, სწორედაც ასე იყო. მირაბელი კი ივლისამდე მილანელთა სპორტული დირექტორი გახლდათ. მან „ტელელომბარდიასთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა: „რონალდუსთან და მადრიდის „რეალთან” ყველაფერი მოგვარებული იყო, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. ის „მილანმა” ჩაშალა. ბოლო წამს კლუბმა მითხრა, რომ პორტუგალიელის გადმოსაყვანად ფული არ ჰყოფნიდა”. შესაბამისად, მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო...
კარლო ნეაპოლელი
„ნაპოლიში” ასეთი ამბავია: მაურიციო სარი, რომელმაც გუნდი სერია A-ში 91 ქულით მეორე ადგილზე გაიყვანა, „ჩელსისკენ” იყურება — მართალია ოფიციალურად ნეაპოლელთა თავკაცის თანამდებობიდან ჯერ არ გადამდგარა, მაგრამ უკვე ყველამ იცის, რომ მის ადგილას კარლო ანჩელოტი მივა. ისე, ამ ადგილზე თითქოს ანტონიო კონტეს ელოდნენ, ვითომცდა ლონდონსა და ნეაპოლს შორის მწვრთნელების როქი იქნებაო, მაგრამ ეს ამბავი როგორც ჩანს...
მილანმა საჯარიმოში ბურთი ვერ შეაგორა
სერია A-ს მეცამეტე ტურში, “ნაპოლიმ” “მილანს” უმასპინძლა და 2:1 მოუგო. ამ შეხვედრას “გაძეტა დელო სპორტში” გამოქვეყნებული რეპლიკის გამო მივაქციეთ გამორჩეული ყურადღება, თორემ შაბათ საღამოს რომაული დერბიც იყო — “რომამ” “ლაციო” ასევე 2:1 დაამარცხა. რეპლიკის მთავარი წინადადება ასეთი გახლდათ: “ვინჩენცო მონტელას მოთამაშეები, პირველ ტაიმში, მეტოქის საჯარიმოში ბურთს საერთოდ არ შეხებიან”. სხვა სიტყვებით, “როსონერიმ” ბურთი მოწინააღმდეგის საჯარიმოში ვერ...








