არგენტინის ნაკრებმა 2024 წლის კოპა ამერიკის ნახევარფინალურ მატჩში კანადის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით 2:0 და ზედიზედ მეორედ გავიდა ტურნირის ფინალში. ამგვარად, თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად მერვე დიდი ტურნირის ფინალს უწია (ხუთი კოპა ამერიკა, ორი მსოფლიო ჩემპიონატი და ერთი ფინალისიმა). 2024 წლის კოპას ფინალში არგენტინელები ურუგვაი-კოლუმბიის წყვილის გამარჯვებულს შეხვდებიან, რომელიც 11 ივლისს გაიმართება. მიმდინარე ტურნირზე...
ჭდე: ლეო მესი
მესი! და ხვიჩას მხარდამჭერნი
ფიფას გამოკითხვით 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ლეო მესი. მან 2022 წელს მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა. არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლონდონში გამართულ ცერემონიალზე დააჯილდოვეს. ხმების თანახმად მეორეზე გავიდა ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდი, ხოლო მესამეზე კილიან მბაპე. წილისყრაში მონაწილეობდნენ ნაკრები გუნდების მწვრთნელები, კაპიტნები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები. წილისყრის შედეგები უპრეცედენტო გამოვიდა. მესიმ და ჰოლანდმა ქულათა თანაბარი რაოდენობა დააგროვეს — ორივეს 48...
ეს არის ფუფუნება
პსჟ-სა და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა კილიან მბაპემ აღიარა, რომ ხელიდან უშვებს შესაძლებლობას ითამაშოს არგენტინელი ფორვარდის ლიონელ მესის გვერდით, რომელიც ახლა ამერიკულ „ინტერ მაიამიშის“ ღირსებას იცავს. „მენატრება მესისთან თამაში. ჩემნაირი თავდამსხმელი, რომელსაც უყვარს სივრცის ათვისება, დარწმუნებულია, რომ ზუსტად მიიღებს ბურთს. ეს არის ფუფუნება, რომელიც მონიჭებაც მხოლოდ მას შეუძლია“, – ამბობს მბაპე. შეგახსენებთ, რომ მესიმ გასულ ზაფხულს...
რომის პაპი: არც მესი და არც მარადონა…
რომის პაპ ფრანცისკეს სთხოვეს არჩევანი გაეკეთებინა თანამემამულეებს – დიეგო მარადონასა და ლიონელ მესის შორის, მაგრამ მან… „მე ავირჩევდი მესამე ვარიანტს – პელეს. მარადონა დიდი ფეხბურთელი იყო, მაგრამ როგორც პიროვნება წარუმატებელი აღმოჩნდა. პონტიფიკატის პირველ წელს მოვიდა ჩემთან და მერე აღესრულა. მესი ძალიან სწორია. ის ჯენტლმენია. მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდი პელეა. გულის კაცი. მე მას ველაპარაკე. ერთხელ...
რომის პაპი: საბრალო ბიჭი იმ ხალხის თვალწინ დაეცა, რომელიც…
რამდენიმე დღის წინ ლეო მესი მერვედ დააჯილდოვეს „ფრანს ფუტბოლის” ოქროს ბურთით. ეს უნიკალური წარმატებაა, რომელიც არგენტინელის გულშემატკივრებს ხელ-ფეხს უხსნის რათა თავიანთ კერპს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი უწოდონ. მერვე ტიტული მესის ძირითადად 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონობამ მოუტანა. მუნდიალის შემდეგ, რამდენიმე თვეში, 36 წლის ვარსკვლავი „პარი სენ ჟერმენიდან” „ინტერ მაიამიში” გადაბარგდა და ევროპელი გულშემატკივრის მხედველობის არიდან მიიმალა....
რატომ დასვა რონალდუმ სიცილის ემოჯი?
კრიშტიანუ რონალდუს კრიტიკა ერგო. ინგლისური „სანი” წერს, რომ ეს გამოიწვია პორტუგალიელის მიერ ერთ-ერთი პოსტის კომენტარად დასმულმა ემოჯიმ. თავად პოსტი ლიონელ მესის მერვე „ოქროს ბურთს” ეხებოდა. განვავრცოთ: მესიმ „ფრანს ფუტბოლის” ოქროს ბურთი კარიერაში მერვედ მოიგო, რონალდუ კი 20 წელიწადში პირველად ნომინანტთა შორისაც ვერ მოხვდა. არადა, უკვე ბევრი წელიწადია, რაც მესისა და რონალდუს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობაზე აქვთ პრეტენზია...
ექვსი შეხვედრა მხოლოდ მესის და კვარას ჰქონიათ
ხვიჩა კვარაცხელიამ „უდინეზესთან” შეხვედრაში დიდი ხნის ნანატრი გოლი გაიტანა. მეტიც, მან ამ მატჩში ჯოვანი სიმეონეს საგოლე პასიც მიაწოდა. Opta Italia-მ არ დაიზარა და ჯერ ქართველი გარემარბის ის შეხვედრები მოიძია, რომლებშიც მან გოლიც შეაგდო და საგოლე გადაცემაც შეასრულა. აღმოჩნდა, რომ „ნაპოლიში” გადასვლის შემდეგ ხვიჩას 6 ასეთი მატჩი ჰქონია: „ვერონასთან”, „სასუოლოსთან”, „იუვენტუსთან”, „სპეციასთან”, „ტორინოსთან” და ახალ სეზონში...
ჯოჯოხეთი გაუვლიათ…
„პარი სენ-ჟერმენი“ გამოეხმაურა გუნდის ყოფილი თავდამსხმელის, ნეიმარის სიტყვებს პარიზულ კლუბში რთული პერიოდის შესახებ, რომელიც მან ლიონელ მესისთან ერთად გაიარა. „არანაირ კომენტარს არ ვაკეთებთ. ჩვენ გვაქვს პატივისცემა ფეხბურთელების მიმართ. საინტერესოა, რომ ორივეს (მესის და ნეიმარს) სურდათ პსჟ-ში დარჩენა”, – ნათქვამია პარიზელების განცხადებაში. შეგახსენებთ, მანამდე ბრაზილიელმა თავდამსხმელმა თქვა: „პარიზში მესიმ ისეთივე ჯოჯოხეთი გამოიარა, როგორიც მე. ჩვენ ვნერვიულობდით,...
ფეხბურთი გრძელდება
ფეხბურთი გრძელდება. რა თქმა უნდა. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი კი გამოაკლდა – ეპოქა დამთავრდა! კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ეპოქა! ნეიმარის ნათქვამი გამახსენდა. ჟურნალისტის შეკითხვაზე ვინ არის დედამიწის საუკეთესო ფეხბურთელი, მან უყოყმანოდ უპასუხა – მე. „კი, მაგრამ მესი და რონალდუ?“ – ჩაეძია ჟურნალისტი. „თქვენ მკითხეთ დედამიწის საუკეთესო, ისინი კი სხვა პლანეტიდან...
მესი არ გვყავს!
პორტუგალიის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილმა ნახევარმცველმა, დეკუმ, არგენტინელების 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებაზე ისაუბრა. კატალონიური კლუბის ამჟამინდელი სპორტული დირექტორი მიიჩნევს, რომ ეს მისი ყოფილი თანაგუნდელის, ამჟამად უკვე მაიამის „ინტერის“ თავდამსხმელის, ლიონელ მესის დამსახურებაა. „არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, რადგან მესი ჰყავს. პორტუგალიაში უკეთესი თაობის მოთამაშეები არიან, მაგრამ მესი არ გვყავს.“ – თქვა დეკუმ.









