ჭდე: იურგენ კლოპი

Home იურგენ კლოპი
სად იყო კრიშტიანუ?
ჩანაწერი

სად იყო კრიშტიანუ?

ლეო მესი 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. კრიშტიანუ რონალდუ „ლა სკალაში” გალა დაჯილდოებას არ დაესწრო. რონალდუ წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, მაგრამ სცენაზე არ იყო. იქ იდგა ათი ფეხბურთელი, რომელთა უმეტესობაც მილანში ტურინთან შედარებით გაცილებით შორი მანძილიდან ჩავიდა. 34 წლის პორტუგალიელი დაშავებულია და დღეს, „ბრეშასა” და „იუვენტუსის” შეხვედრის განაცხადში არ არის შეყვანილი. ვითომ, ტრავმამ არ...

წაუკითხეთ ვაისს!
ჩანაწერი

წაუკითხეთ ვაისს!

ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე ჟურნალისტებთან, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი „სარბიელს“ ცოტა გაუნაწყენდა. არადა, სხვა კი არაფერი გვითქვამს – იქნებ არ განვადიდოთ ყველა მეტოქე და ბიჭებში ნურც არასრულფასოვნების კომპლექსს გავაღვივებთო. ამის პასუხი სულ ბოლოს იყოს და იქამდე ერთ პატარა ისტორიას შემოგთავაზებთ, რომელსაც კარგი იქნება, თუ ბატონ ვლადიმირსაც უთარგმნიან: ჟოელ მატიპი თავჩაქინდრული იჯდა „შალკეს“ 19-წლამდელთა ავტობუსში და...

კლოპი გერმანელ მსაჯზე გაბრაზდა
ჩანაწერი

კლოპი გერმანელ მსაჯზე გაბრაზდა

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა „ლივერპულმა” ახალი სეზონი ცუდად დაიწყო — სტუმრად „ნაპოლისთან” წააგო 0:2. იტალიურმა გუნდმა ანგარიში პენალტით გახსნა და სწორედ ამ თერთმეტმეტრიანმა გააბრაზა მერსისაიდელთა თავკაცი იურგენ კლოპი. გერმანელის რისხვის ობიექტი მისი თანამემამულე მსაჯი ფელიქს ბრიჩი გახდა. ინტერნეტის ეპოქაში საფეხბურთო ეპიზოდის სიტყვებით აღწერა უმადური საქმეა, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ სადავო პენალტი უფრო ნეაპოლელთა თავდამსხმელმა ხოსე...

კლოპი და ინგლისური ზამთარი
ჩანაწერი

კლოპი და ინგლისური ზამთარი

„ლივერპულის” წითელი სამყარო აღელდა — იურგენ კლოპის აგენტმა თქვა, ჩემმა კლიენტმა ბრიტანული ამინდის გამო შეიძლება მერსისაიდელებთან კონტრაქტი აღარ გააფორმოსო. გერმანელი ინგლისურ ქარსა და წვიმას ადრეც უჩიოდა, ოღონდ სპორტული თვალსაზრისით — ამინდის გამო „ლივერპულს” ქულები დააკლდა და ჩემპიონი ვერ გახდაო, მაგრამ ახლა ადამიანისთვის ძნელად გასაძლებ ზამთარსა და კლუბიდან წასვლაზე დაუწყია ლაპარაკი. „დორტმუნდის” ყოფილ თავკაცს „ლივერპულთან” 2022...

ჯერარდის ბიძაშვილი ლივერპულმა დაატუსაღა
ჩანაწერი

ჯერარდის ბიძაშვილი ლივერპულმა დაატუსაღა

საქმე ეხება ლეგენდარული სტივენ ჯერარდის ბიძაშვილს, 18 წლის ბობი დანკანს, რომელიც ერთი წლის წინ „მანჩესტერ სიტიდან” „ლივერპულში” გადავიდა. მერსის პირას დანკანმა ახალგაზრდულ გუნდში 20 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა, კიდევ 6 საგოლე პასი ჩააწოდა, მაგრამ… უკმაყოფილოა. როგორც ჩანს, ძირითად გუნდში თამაშზე ჰქონდა პრეტენზია. დანკანის უკმაყოფილების შესახებ სოციალურ ქსელიდან გახდა ცნობილი. ამის თაობაზე პოსტი ფეხბურთელის მრჩეველმა საიფ...

ლივერპულის ტაიმი ოთხით
ჩანაწერი

ლივერპულის ტაიმი ოთხით

პარასკევ საღამოს პრემიერლიგა დაიწყო. მაგალითად, ბუნდესლიგისგან განსხვავებით, ინგლისში სეზონს ჩემპიონი არ ხსნის. გუშინ გაგვიმართლა და ისეთი გუნდი ვნახეთ, პირველივე ტურიდან რომ იტყვი – ნამდვილი ფავორიტი იქნებაო. ამას მხოლოდ „ნორვიჩის“ გაცამტვერება არ გვალაპარაკებს, არამედ ისტორიული ფონი და მონდომება. „ლივერპულის“ ფეხბურთელები უკვე ღიად ლაპარაკობენ, რომ მათთვის პრემიერლიგაში პირველობა უმთავრესი ამოცანაა. ფანებიც ამას მოითხოვენ. გუნდსაც შეეტყო, პირველ ტაიმში...

კლოპი და სხვისი ჯიბე
ჩანაწერი

კლოპი და სხვისი ჯიბე

იურგენ კლოპმა „მანჩესტერ სიტის” სიმდიდრეზე და სატრანსფერო ხარჯებზე გაამახვილა ყურადღება — აბა, ჩვენ, „ლივერპულს” მაგდენი სად გვაქვსო. „სიტიმ” გერმანელი მწვრთნელის ეს განცხადება მის ავტოგოლად მიიჩნია — თურმე, ბოლო ორი წელიწადია, „ლივერპული” მეტს ხარჯავს. კვირას ინგლისში „ქომუნითი შილდია” ანუ სუპერთასი. ერთმანეთს სწორედ „სიტი” და „ლივერპული” ხვდებიან და კლოპმა ამ შეხვედრის წინ მანჩესტერელთა სიმდიდრის თემა თითზე დაიხვია;...

კლოპი: სხვა ცხოველები ვიქნებით
ჩანაწერი

კლოპი: სხვა ცხოველები ვიქნებით

იურგენ კლოპმა თქვა, ნებისმიერი პრემიერლიგელი მეტოქე, რომელიც ნახავს, როგორ ვითამაშეთ შოტლანდიაში „ნაპოლისთან”, იფიქრებს, რომ ადვილი დასამარცხებელი გუნდი ვართ და ეს შეიძლება კარგიც კი იყოსო. „ლივერპულმა” იტალიურ გუნდთან, ამხანაგურ შეხვედრაში 0:3 წააგო. „ნაპოლის” გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა გუნდის ლიდერმა ლორენცო ინსინიემ, რომელმაც ერთი გოლი თვითონ გაიტანა, თითო კი არეკ მილიკსა და ამინ იუნესს გაატანინა. კლოპმა თავის...

კლოპს არ შურს
ჩანაწერი

კლოპს არ შურს

ამ ზაფხულს, „მანჩესტერ სიტიმ” სატრანსფერო ხარჯვის რეკორდი მოხსნა; არც დიდმა ევროპულმა კლუბებმა დააკლეს; „ლივერპულის” მწვრთნელი, იურგენ კლოპი კი იმ ფეხბურთელებითაც კმაყოფილია, რომლებიც ჰყავს. გერმანელმა, „ქალაქელების” სქელი ჯიბისა არ მშურსო, არადა მერსისაიდელებს 2019-20 წლების სეზონში სერიოზული ამოცანები ელით — ჩემპიონთა ლიგის ტიტული უნდა დაიცვან და პრემიერლიგაში „სიტისთვის” ჩემპიონობის წართმევა უნდა ცადონ. სულ კი „ლივერპული” ექვს ტროფის...

დალოცვილი იყავი… ბარსელონაში
ჩანაწერი

დალოცვილი იყავი… ბარსელონაში

იურგენ კლოპმა ESPN-ის ჟურნალისტებს კატეგორიულად განუცხადა, რომ ფილიპე კოუტინიუს „ლივერპულში” დაბრუნება გამორიცხულია. გერმანელმა მწვრთნელმა ბრაზილიელ ფეხბურთელს „ბარსელონაში” უსურვა წარმატება. 27 წლის ფეხბურთელი „ენფილდ როუდიდან” „კამპ ნოუზე” 2018 წლის იანვარში 142 მილიონ გირვანქად გადავიდა, მაგრამ მასაც და კლუბსაც იმედი გაუცრუვდათ. ბრაზილიელმა „ბარსაში” ვერა და ვერ დაიმკვიდრა ვარსკვლავის შესაფერისი ადგილი. ოდესღაც მერსისაიდელთა ლიდერმა ვერც ბარსელონელი გულშემატკივრის გული...