ცნობილი გახდა, რომ „ლივერპულის” გერმანელმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მთელი ერთი საათი ტელეფონზე ლაპარაკში გაატარა — მას საფრანგეთიდან, კერძოდ „პარი სენ ჟერმენიდან” დაურეკეს და მათთან გადაბარგება შესთავაზეს. პსჟ-ს ჯერჯერობით თომას ტუხელი წვრთნის, თუმცა ის წნეხის ქვეშაა. რად უნდა თქმა, რომ კლოპს თავისი კარიერის ამ ეტაპზე „ლივერპულში” მუშაობა მოსწონს — მისი ხელმძღვანელობით მერსისაიდელები პრემიერლიგის ცხრილში ლიდერობენ და ამ მომენტისთვის...
ჭდე: იურგენ კლოპი
ლივერპულმა ყატარში მსოფლიო დაიპყრო! (VIDEO)
იურგენ კლოპმა გულწრფელად თქვა, რომ ყატარში, კლუბთა მსოფლიო თასის ფინალში, სანამ მისი „ლივერპული” ბრაზილიურ „ფლამენგოს” ბრაზილიელი რობერტო ფირმინოს მიერ 99-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0-ს მოუგებდა, ნერვილულობისგან თავისი დაემართა. ეს გახლდათ „ლივერპულის” მეოთხე მცდელობა დაუფლებოდა კლუბთა მსოფლიო თასს, რომელსაც ხან საკონტინენტთაშორისო ერქვა და ხანაც სხვა რამ. იცვლებოდა შეჯიბრების ფორმატიც, თუმცა ევროპიდან მასში როგორც წესი ჩემპიონთა თასის...
კლოპმა მონტერეის მწვრთნელს ენა გამოუყო (VIDEO)
ლამაზი თამაში გამოდგა კლუბთა მსოფლიო თასის ნახევარფინალი მექსიკურ „მონტერეისა” და „ლივერპულს” შორის. „ლივერპულმა” მსაჯის დამატებულ წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოიგო 2:1. ანგარიში მერსისაიდელებმა გახსნენს. ეს მოჰამედ სალაჰის სხარტი პასით მე-12 წუთზე ნაბი კეიტამ შეძლო, მაგრამ მექსიკელებმა ორ წუთში გაქვითეს — წონასწორობა ფუნიეს მორიმ აღადგინა. ამის შემდეგ, ამერიკულმა გუნდმა ევროპულს ტოლი არ დაუდო. იყო მონაკვეთები, როდესაც...
კლოპი ავდარში შეთანხმდა
იურგენ კლოპმა „ლივერპულთან” ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. კონტრაქტის ვადა 2024 წლამდეა. გერმანელ მწვრთნელს სწამს, რომ მისი ახალი ხელშეკრულება კლუბს საზაფხულო ტრანსფერებში დაეხმარება, თუმცა პირველი ახალწვეული „ენფილს როუდზე” იანვარშივე გამოჩნდება. ის გახლავთ „ზალცბურგის” 24 წლის გარემარბი, იაპონელი ტაკუმი მინაიმინო. კლოპმა ბოლო ორ წელიწადში „ლივერპული” პირველობის ზღვართან მყოფი გუნდიდან ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულად აქცია, ხოლო მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის ტიტულის...
მოურინიუ და ბევრი ფული
ინგლისი „ტოტენჰემის” ამბებზე გადაირია. ჩრდილო ლონდონელების თავმჯდომარემ დენიელ ლევიმ მრავალი დამსახურების მქონე მაურისიო პოჩეტინო გაუშვა და მის ადგილას ჟოზე მოურინიუ მიიყვანა. ბრიტანული მას-მედია ამ ამბავს ათასი კუთხით აშუქებს. ასე მაგალითად, წერენ, რომ მოურინიუ პოჩეტინოზე ორჯერ მეტ ხელფასს მიიღებს — წელიწადში 15 მილიონ გირვანქას. 56 წლის პორტუგალიელმა „სფურზთან” სამწელიწადნახევრიანი ხელშეკრულება გააფორმა. „დეილი მეილი” ამბობს, რომ ეს...
შიშიანობა მანჩესტერში
კვირას „ლივერპული” – „სიტია” ანუ არსებობს საშიშროება, რომ მერსის პირას ჩასულ მანჩესტერელებს ადგილობრივი ცხელთავიანები ავტობუსს დაუმტვრევენ. თუმცა, ავტობუსს ვინ ჩივის… შესაბამისად, ინგლისის ჩემპიონი პოლიციისგან განსაკუთრებულ დაცვას ითხოვს. „ქალაქელებს” სიფრთხილის საბაბი ნამდვილად აქვთ: სოციალურ მედიაში უკვე დაიპოსტა მუქარის არაერთი წერილი. „სიტის” ხელმძღვანელები დაუკავშირდნენ კიდეც ლივერპულელ კოლეგებს — კარგად მოიფიქრეთ, როგორ უნდა დაგვიცვათო. შეგახსენებთ წინაისტორიას: 2018 წლის აპრილში...
სიტყვათა ომი ლივერპული-სიტის წინ
პეპ გვარდიოლამ ლივერპულელ სადიო მანეზე თქვა „მყვინთავი” არისო, რაზეც კოლეგას იურგენ კლოპმა უპასუხა. თავის მხრივ, მერსისაიდელთა გერმანელმა თავკაცმა „მანჩესტერ სიტი” ტაქტიკურ ფოლებში დაადანაშაულა. „ის ხანდახან ყვინთავს”, — ასე თქვა მანეს შესახებ „ქალაქელების” კატალონიელმა მწვრთნელმა შაბათს, მას მერე რაც „ლივერპულმა” ბირმინგემში „ასტონ ვილას” 2:1 მოუგო. კონკურენტი გუნდის ფეხბურთელზე კრიტიკულად ლაპარაკი გამოწვევას ჰგავდა, მითუფრო, რომ ახლა კვირას,...
პრემიერლიგის ჩინოვნიკები არსენალს ქომაგობდნენო
„ლივერპულმა” და „არსენალმა” ლიგის ანუ კარაბაოს თასზე ინგლისური შოუ მოაწყვეს: თავიდან „მეთოფეებმა” თავიანთ კარში შეაგდეს, მაგრამ ძალა მოიკრიბეს და სამი გაიტანეს. პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა პენალტით შეამცირეს სხვაობა. შესვენების შემდეგ ისევ ჩრდილოლონდონელებმა გაიტანეს, რასაც „ლივერპულმა” ორით უპასუხა. ამას კვლავ სტუმართა გოლი მოჰყვა, მაგრამ მსაჯის მეოთხე წამატებულ წუთზე ორიჯიმ მაინც შეაგდო და შეხვედრა დასრულდა 5:5. პენალტებში...
ლივერპულისთვის იუნაიტედთან თამაში არაფრითაა გამორჩეული
ვირჯილ ვან დაიკმა „მანჩესტერ იუნაიტედზე” თქვა, მასთან თამაში ჩვენთვის დიდი არაფერიაო. „ოლდ ტრეფორდზე” ხვალინდელი ჯახის წინ „ლივერპულის” მწვრთნელმა იურგენ კლოპმაც დაახლოებით იგივე განაცხადა — ეს იქნება მორიგი პრემიერლიგური შეხვედრა და მეტი არაფერიო. არადა, როგორც ჟღერს: „მანჩესტერ იუნაიტედი” vs „ლივერპული”. რამხელა ისტორია დგას ამ სახელწოდებების უკან. ვირჯილ ვან დაიკი: „ეს არ იქნება სეზონის უდიდესი თამაში. უბრალოდ,...
პოჩეტინოს ფიქრები, მადრიდელი ვიქნები
23 სექტემბერს, მილანის ლა-სკალას საოპერო დარბაზში გამართული ფიფას გალა-დაჯილდოების შესახებ ფეხბურთის ქომაგებს კარგაც ეცოდინებათ. რა თქმა უნდა, მოდების ქალაქში იმყოფებოდა „ტოტენჰემის“ დამრიგებელი მოურისიო პოჩეტინოც, რომელიც საუკეთესო მწვრთნელობაზე „იქაჩებოდა“, კონკურენტებად კი იურგენ კლოპი და ხოსეპ გვარდიოლა ჰყავდა. საინტერესოა, რომ სამივე პრემიერლიგის გუნდის თავკაცი არის და იშვიათად გვახსენდება ფაქტი, ნომინანტებს შორის ყველა ერთ ქვეყანაში მუშაობდეს. ასეა თუ...









