ჭდე: დონალდ ტრამპი

Home დონალდ ტრამპი
ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
ჩანაწერი

ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა

ხვალ, ისტორიაში პირველად შერეული საბრძოლო ხელოვნების პრესტიჟული ამერიკულ ორგანიზაცია UFC თეთრი სახლის ბაღებში ღონისძიებას გამართავს. ის ეძღვნება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დაბადების დღეს. ტრამპი სპორტის ამ სახეობის დიდი მოყვარული და UFC-ს პრეზიდენტის დანა უაითის მეგობარია. თეთრი სახლის გვერდით, ოქტაგონის გარშემო იჯდება 5000 მაყურებელი. მეზობელ ბაღში კი გიგანტურ ეკრანზე ბრძოლას თვალს 85 000 ადამიანი მიადევნებს. ამის...

ადამიანის უფლებების მხრივ ყველგან წითელი ანთია!
ჩანაწერი

ადამიანის უფლებების მხრივ ყველგან წითელი ანთია!

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch შიშობს, რომ მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდი დარღვევებია მოსალოდნელი. საინტერესოა, რომ ეს ორგანიზაცია რომელიც ხალხს აფრთხილებს, რომ აშშ-ში შეიძლება ადამიანის უფლებები დაირღვეს, აშშ-ში, ნიუ იორკში მდებარეობს. რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, ის ერთდროულად სამ ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში 11 ივნისს იწყება. ორგანიზაციის გლობალურ ინიციატივათა დირექტორმა მინკი უორდენმა...

ფონსეკა ტრამპის და ინფანტინოს წინააღმდეგ
ჩანაწერი

ფონსეკა ტრამპის და ინფანტინოს წინააღმდეგ

„ლიონის’’ პორტუგალიელმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ „ეკიპს’’ ინტერვიუ მისცა, რომელშიც აშშ-ს  და ფიფას პრეზიდენტები დონალდ ტრამპი და ჯანი ინფანტინო გააკრიტიკა. ის შეეხო ბოლოხანს წამოწეულ საკითხს, უნდა დააბრუნონ თუ არა რუსული კლუბები საერთაშორისო შეჯიბრებებში.  ფონსეკამ, რომელსაც უკრაინელი მეუღლე ჰყავს, თქვა: „ნუთუ ჩვენ სათამაშოდ მოსკოვში უნდა ვიაროთ, მაშინ როდესაც უკრაინელები თავიანთ ტერიტორიაზე ბურთს ვერ აგორებენ? ქვეყანა, რომელშიც შეიჭრნენ...

ბოიკოტი მსოფლიოს ჩემპიონატსო!
ჩანაწერი

ბოიკოტი მსოფლიოს ჩემპიონატსო!

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩატარდება. დაძაბულობის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი გრენლანდიის გარშემო ამტყდარი ვნებათაღელვაა ― გრენლანდია გახლავთ ავტონომიური ტერიტორია რომელიც დანიას ეკუთვნის, მაგრამ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის მისი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს. ევროკავშირში ტრამპის ასეთი განცხადება არ მოსწონთ და უპირისპირდებიან. ამას ემატება აშშ-ს ბოლოდროინდელი შეჭრა ვენესუელასა და ნიგერიაში, რაც რიგმა...

ტრამპ, შეუშვი ტექსტორი პარკინგზე!
ჩანაწერი

ტრამპ, შეუშვი ტექსტორი პარკინგზე!

ჯონ ტექსტორი ექსტრავაგანტური კაცია, რომელიც სკანდალურ განცხადებებს არ ერიდება და მედიასაც ამიტომ უყვარს. ამერიკელი ბიზნესმენი, რომელიც „ლიონის’’ პრეზიდენტი იყო, RMC sport-ის გადაცემა Rothen s’enflamme-ში მონაწილეობდა, სადაც, როგორც მოსალოდნელი იყო, ჯერ „ლიონის’’ პრეზიდენტის რანგში თავის წინამორბედს ჟან-მიშელ ოლას დაესხა თავს, შემდეგ კი… დონალდ ტრამპსაც გადასწვდა. ტრამპის შვილები მისი მეზობლები ყოფილან. „ტრამპზე მაინცდამაინც ბევრს არ ვფიქრობ, ―...

პარასკევს წილისყრაზე ტრამპი მივა
ჩანაწერი

პარასკევს წილისყრაზე ტრამპი მივა

პარასკევს ვაშინგტონში, „კენედის ცენტრში’’ გაიმართება მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის წილისყრა, რომელსაც დონალდ ტრამპიც დაესწრება. მუნდიალი ერთბაშად სამ ქვეყანაში აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გაიმართება. მასში პირველად მიიღებს მონაწილეობას 48 გუნდი. ტრამპს ბევრჯერ უთქვამს, რომ აშშ-ში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება მისი პრეზიდენტობის მეორე ვადას და ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლისთავს დაემთხვეოდა. ცერემონია საქართველოს დროით 15 საათზე გაიმართება. მასში მონაწილეობას...

აშშ და მუნდიალი-2026
ჩანაწერი

აშშ და მუნდიალი-2026

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ცდას არ აკლებს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი ამთავითვე დიდებულ მოვლენად რომ არ წარმოაჩინოს. ის მართალია სამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს, მაგრამ მეტწილად აშშ-ში გაიმართება და არა მექსიკაში ან კანადაში. „ჩვენ მსოფლიოს ამერიკაში ჩავიყვანთ. მსოფლიოს უყვარს შეერთებული შტატები’’, ― თქვა ამასწინათ ინფანტინომ, მაგრამ BBC წერს, რომ რაც უფრო ახლოვდება მუნდიალი, მით უფრო მატულობს...

იუვე ტრამპმა მიიღო
ჩანაწერი

იუვე ტრამპმა მიიღო

რა არ ხდება! ამერიკაში კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მყოფი ტურინის „იუვენტუსი’’ დონალდ ტრამპს ოვალურ კაბინეტში ესტუმრა. როგორც იტალიური მედია გვატყობინებს, აშშ-ს პრეზიდენტი ისრაელისა და ირანის კონფლიქტის შესახებ ლაპარაკობდა, უკან კი „ბებერი ქალბატონის’’ ფეხბურთელები ედგნენ. ოვალურ კაბინეტში აგრეთვე იყვნენ მწვრთნელი იგორ ტუდორი, გენერალური მდივანი ჯონ ელკანი, „შავ-თეთრების’’ სხვა მაღალჩინოსნები და ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო. ტრამპს თავიდან ელკანის...

ტრამპი ქალების წინააღმდეგ
ჩანაწერი

ტრამპი ქალების წინააღმდეგ

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მსოფლიო ჩემპიონატიდან ქალთა ეროვნული ნაკრების ნაადრევი გავარდნის შესახებ გამოთქვა აზრი. „შემაძრწუნებელი და სრულიად მოულოდნელი მარცხი აშშ-ს ქალთა ფეხბურთის გუნდისა შვედეთთან არის სიმბოლო იმისა, რაც ხდება ჩვენს ოდესღაც დიდებულ ქვეყანაში, თაღლითი ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით,“ – დაწერა ტრამპმა ტვიტერზე. 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალის მატჩის ძირითადი დრო აშშ-სა და შვედეთის...

ტრამპმა ლებრონს შეუტია
ჩანაწერი

ტრამპმა ლებრონს შეუტია

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა ლებრონ ჯეიმსი მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო. საუბარია ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლუმბუსში მომხდარ ფაქტზე, რომელსაც ლებრონი სოციალური ქსელით გამოეხმაურა. კოლუმბუსში თეთრკანიანმა პოლიციელმა უნებლიე გასროლით (ელექტროშოკერი და პისტოლეტი აერია) 16 წლის აფროამერიკელი გოგონა მაკაი ბრაიანტი მოკლა. ლებრონ ჯეიმსმა საკუთარ გვერდზე პოლიციის ამ ოფიცრის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „შემდეგი შენ ხარ“!...