„ბარსელონას” შეეძლო ლა ლიგის ლიდერი გამხდარიყო, მაგრამ შინ „გრანადასთან” დამარცხდა (1:2) და ახლა „რეალის” მსგავსად „ატლეტიკოს” ორი ქულით ჩამორჩება. ჩატარებული თამაშების რაოდენობა უკვე სამივე გუნდს თანაბარი აქვს. 8 მაისს „ბარსა” და „ატლეტიკო” „კამპ ნოუზე” ხვდებიან ერთმანეთს. აქამდე ჩემპიონობის ბედი „ბლაუგრანას” ხელში იყო, ახლა კი ვითარება შეიცვალა: კატალონიის დედაქალაქის გუნდმა „ატლეტიკო” რომც დაამარცხოს, თუკი „რეალი” თავის...
ჭდე: გრანადა
მანჩესტერ იუნაიტედს მინუს სამი
„მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცი ოლე გუნარ სულშერი, ევროლიგაში, „გრანადასთან” საპასუხო შეხვედრაში სამი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე იქნება. გუშინ, პირველ შეხვედრაში, რომელიც მანკუნიანელებმა სტუმრად 2:0 მოიგეს, ყვითელი ბარათები მიიღეს ცენტრალურმა მცველმა ჰარი მაგუაირმა, მარცხენა მცველმა ლუკ შოუმ და ნახევარმცველმა სკოტ მაკტომინეიმ. გამოდის, რომ მომდევნო ხუთშაბათს, ნორვეგიელ მწვრთნელს დაცვაში დროებითი კრიზისის დაძლევა მოუწევს. ყველაზე ლოგიკური ვიქტორ ლინდელოფის მხარდამხარ ერიკ...
გრიზმანის დაბრუნება
რაც „ბარსელონაში” გადავიდა, ანტუან გრიზმანმა გულშემატკივარი დააჩვია, რომ მეტწილად მუშაობს, მაგრამ გოლები ვერ გააქვს. „გრანადასთან” სხვა სურათი ვიხილეთ. ფრანგმა ორი შეაგდო და ზოგადად, „ბლაუგრანაში” გადასვლის შემდეგ, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთი ითამაშა. მატჩის შემდეგ, Movistar-თან საუბრისას გრიზმანმა თქვა, რომ ძალიან გახარებულია, რადგან: „აქამდე ბურთი კარში ჯიუტად არ შედიოდა, ახლა კი შევარდა და იმედია, ამიერიდან ასეც გაგრძელდება”. პირველ...
არც ერთი მატჩი ეჭვის გარეშე!
„რეალმა” კაზემიროსა და ქარიმ ბენზემას გოლებით „გრანადას” 2:0 მოუგო და ამაში არაფერი არ იქნებოდა აღსანიშნავი, კატალონიური „სპორტის” მიმოხილვა რომ არა — ბარსელონელი ჟურნალისტები ერთ თამაშსაც არ სტოვებენ, მადრიდული კლუბისადმი მსაჯების კეთილგანწყობას რომ არ გაუსვან ხაზი. „სპორტი” წერს: „გრანადასთან მადრიდს ფეხი არ დაცდენია, გოლები კაზემირომ და ქარიმ ბენზემამ გაიტანეს, თუმცა მათ მსაჯებისთვის კვლავ მადლობა აქვთ სათქმელი....
რუსებმა სარბიელის დავალება პირნათლად შეასრულეს
ქართული გუნდების ევროპული შემოდგომა გრძელდება. ორივე თბილისურმა გუნდმა, „ლოკომოტივმა“ და „დინამომ“ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი ეტაპი წარმატებით დასძლიეს. „ლოკომოტივი“ „მიხეილ მესხზე“ დაუხვდა მოსკოვის „დინამოს“ და კუდით ქვა ასროლინა, ჩვენებმა ეს პრინციპული თამაში 2:1 მოიგეს. გია ჭიაბრიშვილის გუნდმა ზუსტად იგივე სცენარით მოიგო, როგორც წინა ეტაპზე „უნივერსიტატიასთან“. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ორი სწრაფი კონტრშეტევა და ირაკლი...
მენდი არის ოცდამეერთე ანუ ოთხასმერვე
25 წლის ფრანგმა მცველმა ფერლანდ მენდიმ „გრანადასა” და „რეალის” წუხანდელ შეხვედრაში მადრიდული გუნდის შემადგენლობაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. წარმოშობით სენეგალელმა, რომელსაც 15 წლის რომ იყო ინვალიდის ეტლში მოხდა ჯდომა და ექიმები ეუბნებოდნენ, რომ ფეხბურთს ვეღარასოდეს ითამაშებდა, მახვილი კუთხიდან, ოსტატურად დაარტყა მასპინძლების კარში (იხილეთ ვიდეო) და გახდა 21-ე ფეხბურთელი, ვინც მიმდინარე სეზონში „რეალის” მაისურით გოლი გაიტანა....
ცხრიანში ცხრიდან ცხრა
„რეალმა” კვლავ მოიგო და ჩვენც მადრიდული კლუბის წარმატებას კვლავ კატალონიური მედიის მიხედვით გაგაცნობთ. აი, რას წერს პრო-ბარსელონური პრესა: „გრანადამ” „რეალი” აიძულა ბოლო წუთამდე ებრძოლა, თუმცა მადრიდელებმა უპირატესობის შენარჩუნება და მნიშვნელოვანი გამარჯვება შეძლეს. ახლა „ლოს ბლანკოსს” შეუძლია ჩემპიონის ტიტული ბოლო ტურამდეც მოიპოვოს. თუკი „ოსასუნასთან” შეხვედრაში (16 ივლისს) „ბარსელონას” ფეხი დაუცდება, ზიდანის გუნდი ჩემპიონი გახდება. ხოლო თუ...
ზიდანმა იღრიალა!
ზინედინ ზიდანისთვის თავისი ფეხბურთელების გამოლანძღვა უცხო საქციელია, მაგრამ გუშინ, მადრიდში, სწორედ ასეთი უცნაური დღე იყო. ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე „რეალმა” „ეიბარს” 3:1 მოუგო. მასპინძლები პირველი ტაიმის შემდეგ 3:0-ს იგებდნენ, მეორეში კი თავს არ ჰგავდნენ. პრეს-კონფერენციაზე ლეგენდარული ფრანგი თავშეკავებული გახლდათ, აზრებს აკადემიურად გამოხატავდა. მან თქვა: „ყველაფერი, რაც პირველ ტაიმში მოხდა, კარგი იყო. ჩვენ 3:0-ს ვიგებდით. შემდეგ...
ბარსელონამ ბურთი უკან წაიღო
ახალი მწვრთნელის ხელში „ბარსელონამ“ წუხელ პირველად ითამაშა და არ ითქმის, ქომაგი აღფრთოვანებული დარჩაო. კატალონიელებმა კი მოიგეს, მაგრამ ისე უსახურად ითამაშეს, ბოლოს ლამის ტრიბუნებიდან უსტვინეს. კიკე სეტიენის შეგირდები „გრანადასთან“ 1:0 მოგებული შეხვედრისას მართლაც ტოტალურ უპირატესობა ფლობდნენ, ოღონდ ეს უპირატესობა ოდენ ბურთის ფლობაში გამოიხატა და, ცხადია, ანგარიშში… სანახაობრივ მხარეზე კი ბოდიში, ის სადღაც გამქრალიყო. „ბარსელონამ“ 90 წუთის...
ედე და ფედე მადრიდელები
ედენ აზარს „რეალში” გვალვა დაუმთავრდა — შაბათს, „გრანადასთან” შეხვედრაში ბელგიელმა, რომელიც ახალ გუნდში აქამდე უსახური იყო, საუცხოო გოლი გაიტანა. მან მეტოქის საჯარიმოში, დიდ სისწრაფეზე, მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი. ამ ეპიზოდში აზარს ორი მცველი კვალში ედგა, ჩრდილად ჰყავდა ადევნებული. საგოლე პასი 21 წლის ურუგვაელმა ფედე ვალვერდემ მიაწოდა. მატჩის ბოლოს ვალვერდე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მაშ ასე,...








