კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ლიდერმა „დილამ“ აუტსაიდერ „სამტრედიას“ ვერ მოუგო (0:0), თუმცა ამით უშუალო მდევარმა „იბერიამ“ ვერ ისარგებლა და სულაც შინ წააგო „კოლხეთთან“ (0:2). მართალია „კოლხეთი“ ზოგადად სახელიანი კლუბია, თუმცა დებიუტანტის კვალობაზე ჩვენს თვალწინ საკმაოდ კარგი გუნდი ყალიბდება. მათმა ახალმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა კი ამ თანამდებობაზე პირველად გაიმარჯვა. ნახევარმცველმა, გიორგი მელქაძემ კი ხუთწუთიან მონაკვეთში...
