ჭდე: გენო პეტრიაშვილი

Home გენო პეტრიაშვილი
ორი თავისუფალი ბრინჯაო
ჩანაწერი

ორი თავისუფალი ბრინჯაო

ვარშავაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ქართულმა დელეგაციამ უკვე მოიპოვა ორი ბრინჯაოს მედალი და კიდევ ოთხი მედლის შანსი აქვს. 79 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნიკა კენჭაძემ მესამე ადგილისთვის სომეხი არმან ავაგიანს 47 წამში ხუთი ორქულიანი გდება გაუკეთა და ბრინჯაო ირგუნა. ელიზბარ ოდიკაძე (97) კი, ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელ შამილ ზუბაიროვს დაეჭიდა და სუფთა გამარჯვება მოიპოვა. დღესვე...

მადლობა და მშვიდობით, ლეგენდავ!
ჩანაწერი

მადლობა და მშვიდობით, ლეგენდავ!

„ძალიან დაგვწყვიტე გული. მადლობა, ლეგენდავ! შენ მუდამ იყავი და ისევ დარჩები ჩვენთან” – ეს სიტყვები ოლიმპიურ ჩემპიონ ლადო ხინჩეგაშვილს ეკუთვნის. დღეს 74 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი გარდაიცვალა. ლადო ხინჩეგაშვილი ერთადერთი არაა, ვინც ბატონმა ნუგზარმა დააფრთიანა – ის ხომ სამგზის მსოფლიო ჩემპიონი გენო პეტრიაშვილის პირადი მწვრთნელიც იყო. ნუგზარ სხირელზე ბევრის თქმა შეიძლება, თუმცა...

ქართველებმა ნიცა აიღეს
ჩანაწერი

ქართველებმა ნიცა აიღეს

ნიცაში ანრი დელანის სახელობის 47-ე საეთაშორისო გრან-პრიზე ქართველებმა შთამბეჭდავად იჭიდავეს და თითქმის ყველა წონაში მედალი მოიპოვეს. ქართველი მოჭიდავეები წელიწადი არ იყვნენ ხალიჩაზე გასული და ეტყობა მედლების მონატრებამ თავისი ჰქნა – 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო – ასეთია ჩვენების ფრანგული მონაგარი. ჩემპიონის ტიტული საფრანგეთის გრან პრიზე ბექა ლომთაძემ (61 კგ.), ზურა იაკობიშვილმა (70), ნიკა...

მოჭიდავეები ხალიჩას უბრუნდებიან
ჩანაწერი

მოჭიდავეები ხალიჩას უბრუნდებიან

ძიუდოისტების შემდეგ საქმეში მოჭიდავეებიც ჩაერთვებიან და საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ანრი დელანის სახელობის 47-ე საერთაშორისო გრან-პრიზე მიიღებენ მონაწილეობას. სულ ხალიჩაზე 23 ქვეყნის 300-ზე მეტი ათლეტი გავა. ქართველი მოჭიდავეები თითქმის წელიწადია ოფიციალურ ტურნირებში არ გვიხილავს, ამდენად საინტერესოა როგორ ფორმაშია ჩვენი გუნდი. საინტერესოა, რომ ტურნირი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. თუ აქამდე ერთი სახეობა რამდენიმე დღეზე იყო გაწერილი, ახლა ყველაფერი...

სამგზის გენო
ჩანაწერი

სამგზის გენო

ყაზახურ ნურსულთანში გამართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი უდავოდ თავისუფალ სტილში მოასპარეზე გენო პეტრიაშვილი გახდა. ქართველი ფალავანი ზედიზედ მესამედ გაჩემპიონდა, მაგრამ მთავარი ფინალური ბრძოლა იყო. გენო ოქროსთვის ბრძოლაში თურქ ოლიმპიურ ჩემპიონ ტაჰა აკგიულს შეხვდა და 0:4 რომ ჩამორჩა, ცოტა შეგვაფიქრიანა. პეტრიაშვილმა დროის ამოწურვამდე 9 წამით ადრე მეტოქე პარტერში გადაიყვანა, შეხვედრა 6:6 დაასრულა და რადგან ბოლო ქულები...