გერმანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს კვირას, 19 საათზე, „ლუჟნიკებზე”, მექსიკასთან შეხვედრით იწყებს. ცხადია, იოაჰიმ ლიოვს უნდა, რომ მისი ფეხბურთელები მთლიანად კარსმომდგარ თამაშზე იყვნენ კონცენტრირებულები, მაგრამ მონდიალის პარალელურად მსოფლიოში სხვა საფეხბურთო პროცესებიც მიმდინარეობს. განსაკუთრებული საზაფხულო აქტიურობა ცხადია სატრანსფერო ბაზარზე შეინიშნება. და აი, ცნობაც: „მანჩესტერ სიტის” 27 წლის ნახევარმცველის, თურქული წარმოშობის გერმანელი ილქაი გუინდოგანის ყიდვა „ბარსელონას” მონდომებია. კატალონიელები...
ჭდე: ბარსელონა
აბიდალი — ბარსას ახალი დირექტორი
„ბარსელონამ” გარკვეული ფიქრისა და კონსულტაციების შემდეგ ახალი სპორტული დირექტორის ვინაობა დაასახელა — ერიკ აბიდალი. „ბლაუგრანას” ყოფილი მცველი რობერტ ფერნანდესის კაბინეტს დაიკავებს. ფერნანდესს კლუბთან კონტრაქტის ვადა 30 ივნისს ეწურება. ფერნანდესი პირველი გუნდის დირექტორად 2015 წლიდან მუშაობდა ანუ მას მერე, რაც საპრეზიდენტო არჩევნები ჟოზეპ მარია ბარტომეუმ მოიგო. ახლა ალბათ აღარავის ახსოვს და 2014-15 წლების გასაყარზე „ბარსას” პატარა...
არ წახვიდე ანტუან ბარსელონაში
ფრანგული რადიოს ცნობით საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ანტუან გრიზმანს „ატლეტიკოში” დარჩენა ურჩია. დეშამს ვინ ეკითხებაო, იკითხავს ის გულშემატკივარი ვინც გრიზმანის „ბარსელონაში” გადასვლის მომხრეა. ვინ ეკითხებოდა და თავად ფეხბურთელი. სწორედ მას დასჭირდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის რჩევა, რაზეც გამზადებული პასუხი მიიღო: გიჯობს ესპანეთის დედაქალაქში დარჩე. „ლურჯების” მწვრთნელის ლოგიკა მარტივი და გასაგებია. „ატლეტიკოში” გრიზმანი პირველია, ხოლო...
კაცი ბარსელონას სათადარიგო სიიდან
კატალონიური „სპორტი” წერს, რომ „ბარსელონას” ამ ზაფხულში შესაძენი ფეხბურთელების კარგად გათვლილი სია აქვს შედგენილი. ის კი არა და „ბლაუგრანას” შეფებს სათადარიგო სიებიც კი ჩამოუწერიათ. ასე მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ რაიმე მიზეზით „ატლეტიკოსგან” ანტუან გრიზმანის ყიდვა ჩაეშლებათ, „ტოტენჰემისგან” დანიელი კრისტიან ერიკსენის შეძენას შეეცდებიან. „რასაკვირველია, გრიზმანი და ერიკსენი განსხვავებული სტილის ფეხბურთელები არიან, მაგრამ „ბარსელონაში” ვარაუდობენ, რომ ფილიპე...
კარამბა! მე დღეს მესისთან ერთად ვისადილე.
ფილიპე კოუტინიუ მოლაპარაკე კაცი არ არის. ის თავშეკავებულია, ცოტა მორცხვი და გატკეპნილი გამოთქმა რომ მოვიშველიოთ, თავისი სათქმელის მოედანზე თქმა ურჩევნია, თუმცა კარს მომდგარი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ბრაზილიურ ESPN-ს ინტერვიუ მისცა, რომლის ამინარიდებიც კატალონიურმა „სპორტმა” შემოგვთავაზა. კატალონიური გამოცემა „ბარსელონას” ფეხბურთელის ინტერვიუდან ბრაზილიის ნაკრებთან დაკავშირებულ ფრაგმენტებს რომ არ ამოკრეფდა, ცხადია. „სპორტისთვის” საინტერესო საუბრის ნაწილი თავიდან ანდრეს ინიესტას...
ნეტავ რეალმა ყველა თამაში წააგოს
„ბარსელონას” მცველმა ჯორდი ალბამ თქვა, მართალია „რეალის” ყველა ფეხბურთელთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ვოცნებობ მათ უკლებლივ ყველა თამაში წააგონო — ასეთია 29 წლის კატალონიელის დამოკიდებულება ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, სადაც მადრიდელები „ლივერპულს” ხვდებიან. ალბას დიდი იმედი აქვს, რომ შაბათ საღამოს „რეალისთვის” ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების მილოცვა არ მოუწევს. შარშან, როდესაც „თეთრებმა” „იუვენტუსი” დაამარცხეს ბარსელონელს ამის გაკეთება...
სუარესი: მსაჯმა რომ არ დამაჯარიმა, გამიკვირდა
6 მაისის „ელ კლასიკოს” ერთ ერთი მთავარი გმირი და ანტიგმირი „ბარსელონას” ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი გახლდათ. სწორედ სუარესმა გაიტანა მასპინძელთა პირველი გოლი, ხოლო მეორე გოლის ეპიოდში პასი მიაწოდა ლეო მესის, თუმცა მანამდე მეტოქის მცველი რაფაელ ვარანი წააქცია, რაც მსაჯმა ვერ შეამჩნია. მატჩის შემდგომ სუარესს ვარანთან ორთაბრძოლის შესახებ ჰკითხეს. მან უპასუხა: „ჯარიმა იყო, რადგან ვარანი ბურთს...
რა თქვეს მწვრთნელებმა
მაღალი დონის ფეხბურთით, მსაჯის შეცდომებით და ცალკეულ ფეხბურთელებს შორის კონფლიქტებით სავსე „ელ კლასიკოს” (2:2) შემდეგ „ბარსელონასა” „რეალის” მწვრთნელებმა პრეს-კონფერენციაზე თავიანთი აზრი გამოთქვეს. „ბარსელონას” თავკაცი ერნესტო ვალვერდე: „შეხვედრის მსველობისას ბევრი საკამათო ეპიზოდი იყო და მათზე მკაფიო წარმოდგენა რომ შევიქმნა გამეორებები უნდა ვნახო. გაძევებული სერხიო რობერტოს ჯარიმაც უცნაური იყო. გამიკვირდა მარსელოს ხელი რომ დაარტყა. ამ მომენტის გამეორებაც...
რეალმა ბურთი აუტში არ გადააგდო
ბარსელონაში გამართული „ელ კლასიკოს” (2:2) ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი მომენტი მეორე ტაიმში იყო, როდესაც მასპინძელთა ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი მოედანზე იწვა, „რეალის” ფეხბურთელებმა კი ბურთი აუტში არ გადააგდეს. სტუმრების ასეთმა უჩვეულო ქცევამ „კამპ ნოუზე” შეკრებილი „ბარსას” გულშემატკივარი აღაშფოთა და თავად ფეხბურთელებშიც ააგორა დაძაბულობის მორიგი ტალღა. „რეალის” გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა კაპიტანმა სერხიო რამოსმა აიღო. მან თქვა: „ლუის სუარესს...
უსამართლობა ბარსელონაში
უხერხულობა საზეიმო მაისურებმა გამოიწვია — მას მერე, რაც ბოლო ტურში სტუმრად „დეპორტივო ლა კორუნია” დაამარცხა (4:2) და ლა ლიგაში მდევრებისთვის მიუწვდომელი გახდა, „ბარსელონამ” გულიანი ზეიმი მოაწყო და ოცდამეხუთე ჩემპიონობისადმი მიძღვნილი საგანგებო მაისურებიც გამოუშვა. მაისურებს ზურგზე ჩემპიონთა გვარები აწერია — სულ 23 ფეხბურთელი და მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე. მაგრამ, როგორც გაირკვა კატალონიელებს რამდენიმე მოთამაშე გამორჩენიათ. წყენაც ამას მოჰყვა. დავიწყებულთაგან...









