რამდენიმე კრივიანი ჭორაობა იმით დამთავრდა, რომ ანტონიო კონტემ „ნაპოლიში’’ დარჩენა გადაწყვიტა. ის აურელიო დე ლაურენტისის პროექტს გააგრძელებს. არადა ამბობდნენ, რომ „აძურის’’ ისტორიაში მეოთხე სკუდეტოს მოპოვების შემდეგ კონტე „იუვენტუსში’’ დაბრუნდებოდა. ტურინული კლუბსაც ძალიან სურდა ყოფილ თავკაცთან თანამშრომლობის აღდგენა, მაგრამ პარტენოპეელთა მწვრთნელისა და პრეზიდენტის მოლაპარაკებებმა ყველაფერს წერტილი დაუსვა. გამოქვეყნდა ლოზუნგი: „სრული სვლით წინ! უფრო ძლიერად ვიდრე ადრე!’’....
ჭდე: აურელიო დე ლაურენტისი
სპალეტიმ იცის, რომ სამოთხე არსებობს
კარგა ხანი გავიდა მას მერე, რაც ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლის’’ სკუდეტო მოაგებინა და კლუბიდან წავიდა, მაგრამ მისი და „აძურის’’ მეპატრონის, პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის ურთიერთობა სამუდამო თემად დარჩება იტალიური ფეხბურთის ისტორიაში. „სკუადრა აძურას’’ თავკაცმა რიმინიში გამართულ კონფერენციაზე თავად ილაპარაკა ამ საკითხის შესახებ. პრეზიდენტთან რთულ ურთიერთობებს სპალეტიმ თავის ახალ წიგნში Il paradiso esiste… Ma quanta sforza მთელი...
ანგისამ წერილი მიიღო
ნეაპოლური მედია წერს, რომ ანტონიო კონტეს „ნაპოლი’’ შესანიშნავ სეზონს ატარებს და ეს მწვრთნელის მიერ ხელშეუხებლად მიჩნეული ფეხბურთელების დამსახურებაა. ერთ-ერთი ხელშეუხებელი გახლავთ ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა, რომელიც ნეაპოლელთა ნახევარდაცვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. Areanapoli წერს, რომ კამერუნელი „ნაპოლის’’ მაისურით ალბათ საუკეთესო სეზონს ატარებს. საიტის აზრით ის ასე კარგად ლუჩანო სპალეტის დროს, სკუდეტოს ისტორიულ სეზონშიც კი არ თამაშობდა. „აძურის’’ გულშემატკივრები...
კვარას შეეძლო ნაპოლი ხახამშრალი დაეტოვებინა
იტალიელმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან’’ „პარი სენ ჟერმენში’’ გადასვლის შესახებ ინტერვიუ მისცა გაზეთ „ილ რომას’’, სადაც ალბათ ბევრი ნეაპოლელი ქომაგისთვის უსიამოვნო რამ თქვა: „ნაპოლი’’ კვარას მადლობას უნდა უხდიდეს. „კლუბის ღალატის ნაცვლად მე ფეხბურთელის დიდსულოვნებაზე ვილაპარაკებდი. ნუ გაგიკვირდებათ. ნუ გააკეთებთ დასკვნებს როდესაც ფაქტები და განსაკუთრებით სპორტის მარეგულირებელი კანონები არ იცით. ამ ბიჭმა თავი...
დე ლაურენტისი: გალათასარაის უთხარით, იყიდოს!
2023 წლის მიწურულს ნიგერიელმა თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა და „ნაპოლის’’ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა საერთო ენა გამონახეს და სკუდეტოთი დამშვენებული სეზონის აღსანიშნავად წელიწადში 11 მილიონ ევროიან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ამ შეთანხმებას თან ახლდა პირობა, რომ სეზონის ბოლოს კლუბი ოსიმენს სხვაგან გადასვლის ნებას მისცემდა. თავის მხრივ ფორვარდი დე ლაურენტისს კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 130 მილიონი ევროს ჩაეწერაზე დაყაბულდა....
დე ლაურენტისი: ყველაფერზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას
„ნაპოლის’’ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა თავისი კლუბის პარტნიორი რადიოს Radio Crc-ს ეთერიდან ნეაპოლელ გულშემატკივარს შობა მიულოცა. „2024 წელი ორ ნაწილად იყო გაყოფილი: პირველი ექვსი თვე და მეორე ექვსი თვე. ჩვენ 14 წლის განმავლობაში ერთადერთი კლუბი ვიყავით, ვინც ყოველ წელიწადს გამოვდიოდით ევროთასებზე. მაგრამ, შემდეგ ჩავარდნა გვქონდა. მე შეცდომები დავუშვი, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. მე ვარ „დეუს...
რუდი გარსია: დე ლაურენტისს თავისი ადგილისკენ მივუთითე
ფრანგი მწვრთნელი რუდი გარსია, რომელიც ერთი წლის წინ „ნაპოლის’’ ედგა სათავეში, ბოლო დღეეებში გასულ ამბებს იხსენებს. ჩვენ უკვე ვწერდით, რომ გარსიამ წყრომით გაიხსენა, თუ როგორ უტეხა პირი კლუბმა და არ უყიდა ის ფეხბურთელები, რომელთა შეძენასაც დაპირდა. მან აგრეთვე თქვა, რომ ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია შეცვლებს უკადრისობდნენ, თუმცა გარსიამ საკმაოდ უხეშად მოიხსენია „პარტენოპეელთა’’ პრეზიდენტი აურელიო...
დე ლაურენტისი: სად იყო რომი და მილანი, როცა იყო ნეაპოლი
„ნაპოლიმ’’ დიდი საშობაო ზეიმი გადაიხადა. პიეტარსას ეროვნულ მუზეუმში 600 სტუმარი იყო მიწვეული, მათ შორის, ცხადია, ფეხბურთელები თანმხლები პირებითურთ. იყვნენ ანტონიო კონტე და თვით პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, რომელმაც თავისი სიტყვით მთელი იტალიის ყურადღება მიიპყრო. ზოგიერთმა საიტმა ზუსტად აღწერა ვინ რომელ საათზე გამოცხადდა წვეულებაზე. მართალია ჩამოთვლილთა უმეტესობის გვარ-სახელი არაფერს გვეუბნება, მაგრამ ვიგებთ, რომ მაგალითად სპორტული დირექტორი...
რამდენჯერ თქვა დე ლაურენტისმა: წავა? გადავიტანთ!
ნეაპოლურმა გაზეთმა „ილ მატინომ’’ „ნაპოლის’’ პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის მიერ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ნათქვამი წინადადების გაანალიზება სცადა. დე ლაურენტისმა ქართველ ვარსკვლავზე ასე თქვა: „თუ წავა, ჩვენ ამას გადავიტანთ’’, გაზეთმა კი დაწერა, რომ ეს პრეზიდენტის საკულტო გამონათქვამია და გაიხსენა „ნაპოლის’’ პატრონობის პერიოდში რამდენი ფეხბურთელის თუ მწვრთნელის მიმართ უთქვამს ასეთი რამ: 2013 წლის თებერვალში დე ლაურენტისმა ზუსტად...
დე ლაურენტისის ახალი ან ძველი შეთავაზება
„გაძეტა დელო სპორტის’’ გუშინდელი ინფორმაციით „ნაპოლის’’ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს სურს ქართველ გარემარბს ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი გაუზარდოს. გაზეთი შეგვახსენებს, რომ ჯერჯერობით კვარაცხელიას გასამრჯელო წელიწადში 1.8 მილიონი ევროა, დე ლაურენტისი კი მას რომელუ ლუკაკუს ტოლ შემოსავალს ჰპირდება. სტატიაში არ წერია რამდენია ლუკაკუს ხელფასი, მაგრამ კვარაცხელიას შემთხვევაში ეს უნდა იყოს წელიწადში 5 მილიონ ევროს პლუს მნიშვნელოვანი ბონუსები....









