ვიქტორ ოსიმენის „გალათასარაიში” იჯარის წესით გაშვებამ „ნაპოლის” სახელფასო ფონდის მნიშვნელოვანი შემცირების შესაძლებლობა მისცა. როდესაც „აძური” ნიგერიელის ჯამაგირსაც იხდიდა, ჯამური თანხა (ყველას ხელფასი დაქვითვამდე) 81.9 მილიონ ევროს უდრიდა. „გალათასარაის” სასწაულმა კი კლუბს ერთბაშად რამდენიმე პრობლემის მოგვარების შესაძლებლობა მისცა. ეკონომიკური თვალსაზრისით, აურელიო დე ლაურენტისის ჯიბიდან დაიზოგება 13 მილიონი ევრო, რაც გახლავთ ოსიმენის გასამრჯელო გადასახადების ჩათვლით. ამ თანხას...
ჭდე: აურელიო დე ლაურენტისი
ტოპ ხელფასი ლუკაკუს მერე
ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის” მომავალ კონტრაქტზე სპეკულაციები გრძელდება. დღეს „ლა რეპუბლიკამ” დაწერა, რომ აურელიო დე ლაურენტისი მზად არის ქართველ ვარსკვლავს დანაპირები შეუსრულოს. ციტატა რომაული გაზეთის სტატიიდან: „დე ლაურენტისი კვარაცხელიას გაამდიდრებს. კლუბის პრეზიდენტმა სახელფასო ფონდი ბოლოწამს შეკვეცა, მაგრამ მზად არის ხვიჩა კვარაცხელიას დანაპირები შეუსრულოს. სადაც არის ქართველი კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება (ლუკაკუს შემდეგ) და ხელზე...
კვარა და მინიმუმ მეორე ადგილი
„იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ ახალი მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს პირობებში „ნაპოლის“ პერსპექტივებზე ისაუბრა. „სრულიად ვეთანხმები, რომ კონტე „ნაპოლის“ სერია A-ში მინიმუმ მეორე ადგილზე გაიყვანს. გასულ სეზონში მომხდარი ყველა სირთულის შემდეგ, „ნაპოლიმ“ საუკეთესო არჩევანი გააკეთა. მათ მიიყვანეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, რომელიც იძლევა სწორ საფეხბურთო ცოდნას. ასე იყო ჩვენთანაც „იუვენტუსში“. „ნაპოლის“ ჰყავს ძლიერი და მაღალი...
დე ლაურენტისის და მისი ამალის შეხვედრა კვარასთან ბარიტონის თანხლებით
აურელიო დე ლაურენტისისთვის სულერთია როგორ იმოქმედებს მისი სიტყვები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასულ ფეხბურთელზე ესპანელებთან თამაშის წინ. „ნაპოლის” პრეზიდენტისთვის მთავარი თავისი ინტერესებია, რომელთა უფრო მკაფიოდ და როყიოდ გამოხატვა, ვიდრე ეს „რადიო მარტეს” ჟურნალისტმა პასკუალე ტინამ გააკეთა, შეუძლებელია. „პრეზიდენტმა ქართველს წელიწადში 4.5 მილიონი ევრო პლუს ბონუსები შესთავაზა და დასძინა: ის ან დათანხმდება ხელფასის გაოთხმაგებას ან 1.2 მილიონზე...
ოფისი, რესტორანი, ახალი ეპოქა
„ნაპოლის” ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე რომში ჩაფრინდა სადაც დე ლაურენტისების ოჯახის მიერ 1975 წელს დაფუძნებული კომპანიის „ფილმაუროს” ოფისში აურელიო დე ლაურენტისს შეხვდა. საუბარმა ორ საათს გასტანა. იტალიური მედია წერს, რომ ამით „პარტენოპეის” ცხოვრებაში ახალი ეპოქა დაიწყო. კონტე კონტრაქტს ხელს დღეს მოაწერს. ხელშეკრულების თანახმად ის „ნაპოლის” 2027 წლამდე უხელმძღვანელებს. მხარეები დიდი ენთუზიაზმით იწყებენ პროექტს, რომლის მიზანიც...
გზისგასაყარზე
კილიან მბაპე „პარი სენ ჟერმენიდან” მიდის. შვიდნომრიანი მაისურა თავისუფლდება. იტალიური „კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ ამ მძიმე მემკვიდროების გადასაცემად პარიზელებს მთავარ ფავორიტად ქართველი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავთ შეგულებული, რომელიც პურსა და კრიშტიანუ რონალდუს გულშემატკივრობაზეა გაზრდილი. შვიდნომრიანი მაისურის ჩაცმა კვარაცხელიას „ნაპოლიშიც” შეუძლია. ორი წლის წინ როდესაც ის ნეაპოლში ჩავიდა საყვარელი ნომერი დაკავებული დახვდა, ის ელიფ ელმასს ეცვა...
რას ურჩევს სპალეტი კონტეს?
„ნაპოლის” ყოფილი თავკაცი ლუჩანო სპალეტი სადაცაა იტალიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანს. ამის მიუხედავად Sky Sport 24-თან ინტერვიუში მან გამოძებნა დრო და „პარტენოპეიზეც” ილაპარაკა. ქვემოთ გთავაზობთ ამონარიდებს ამ საუბრიდან: — „ნაპოლის” სეზონმა ალბათ გაგაკვირვათ. როგორ ფიქრობთ, ასეთი ცუდი ჩემპიონატის შემდეგ ახალი გუნდის ასაშენებლად ანტონიო კონტე სწორად შერჩეული კანდიდატურაა? — ეს მე არ ვიცი. რასაკვირველია კონტე იტალიაში...
ნაპოლის მწვრთნელის ვინაობა დღეს-ხვალ გვეცოდინება
ნეაპოლური და ზოგადიტალიური საიტები ერთხმად წერენ, რომ „ნაპოლი” ახალი მწვრთნელის ვინაობას დღეს-ხვალ გამოაცხადებს. ტელეკომპანია „სქაის” ინფორმაციით მას მერე, რაც „ატალანტამ” ევროპის ლიგა მოიგო და გაუგებარი გახდა ჯან პიერო გასპერინი კლუბს დატოვებს თუ არა, აურელიო დე ლაურენტისი ანტონიო კონტეზე გადაერთო. „ტოტენჰემის”, „ინტერის”, „ჩელსის”, „იუვენტუსის” და სხვა კლუბების, აგრეთვე იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი ახლა მოწინავე პოზიციაზეა. რამდენიმე კვირის...
პასუხი დე ლაურენტისის ყბედობას
„ნაპოლი” ფლორენციაში „ფიორენტინასთან” ამირ რაჰმანის თავური გოლით 1:0-ს იგებდა, მაგრამ მასპინძლებმა ორი გოლის გატანა მოახრხეს. სტუმართა საბედნიეროდ, 57-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ უბადლო საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ქულა გადაარჩინა. სერია A-ს დასრულებამდე „ნაპოლის” დარჩა ერთი თამაში — უმოტივაციო „ლეჩესთან”. „აძური” კონფერენციის ლიგაზე გამსვლელ ფიორენტინას 2 ქულით ჩამორჩება, მაგრამ ფლორენციელებს ნეაპოლელებისგან განსხვავებით ორი შეხვედრა დარჩათ: ლიგაში დარჩენისთვის...
დე ლაურენტისი: ბატონმა კვარამ მარტიდან ნოემბრამდე გოლი ვერ გაიტანა…
„ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ჟურნალისტებს შეხვდა და მისთვის დამახასიათებელი სტილით ესაუბრა. გთავაზობთ პრეს-კონფერენციის იმ ფრაგმენტებს, რომლებშიც ბიზნესმენმა ხვიჩა კვარაცხელია ახსენა: …ოსიმენი და კვარა? ვნახოთ, რომელი წავა. ვინც დარჩება დარჩება და ვინც წავა — წავა. თუ ორივე წავა, კომპენსაციას გავუკეთებთ… …ყველა ფეხბურთელის გაყიდვა შეიძლება. შევხედოთ, ვის სურს მათი ყიდვა. კვარას 2027 წლამდე აქვს კონტრაქტი, ამიტომ...









