დღეს ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” ამსტერდამში „აიაქსს” ხვდება. ეს ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის მესამე ტურის მატჩია. ორი ტურის შემდეგ ჯგუფს 6 ქულით „ნაპოლი” ლიდერობს, შემდეგ მოდიან 3 ქულიანები „ლივერპული” და „აიაქსი”, ბოლო ადგილზე კი „რეინჯერსია”, რომელმაც ორივე თამაში წააგო. მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე ამსტერდამელთა მწვრთნელმა ალფრედ შრიოდერმა თქვა: „ჩვენ შაბათის თამაშის გამო გაგვაკრიტიკეს (შინ 1:1 „გოუ ეჰედ...
ჭდე: აიაქსი
იუნაიტედის ახალწვეული: თამაშის დღეს ლუკმა ვერ ჩავიდე
„მანჩესტერ იუნაიტედს” ახალი ფეხბურთელი ჰყავს, ანტონი, რომელიც „ოლდ ტრეფორდზე” „აიაქსიდან” გადავიდა, ისე კი „სან პაულუს” აღზრდილია. მანკუნიანელებმა მასში 85,5 მილიონი გირვანქა გადაიხადეს. ის 22 წლის გარემარბია და ახალ გუნდში თავისი პირველი შეხვედრისთვის ემზადება. ანტონი საინტერესო ადამიანია. ჯერ ოცისაც არ იყო წიგნი რომ გამოაქვეყნა, სადაც „სან პაულუს” საყმაწვილო სისტემაში თავს გადახდენილი სირთულეები აღწერა. იმხანად ქალაქის იმ...
ანტონი 100 მილიონად
ამსტერდამის „აიაქსის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ მათი 22 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი, ანტონი მათეუს დუშ სანტუში „მანჩესიერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი გახდა. ტრანსფერი 100 მილიონი ევრო დაჯდა. აქედან 95 მილიონს „აიაქსი“ პირდაპირ მიიღებს დანჩენ ხუთს კი ბონუსების სახით. ეს ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია ნიდერლანდური ერედივიზიის ისტორიაში. კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი. ანტონი სან-პაულუში დაიბადა 2000 წლის 24 თებერვალს....
ის ბაიერნში ითამაშებს
მატეის დე ლიხტი მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელი იქნება. კონტრაქტი საათების ამბავია, ტრანსფერის დასრულებას „იუვენტუსის“ მწვრთნელი მაქსი ალეგრიც კი ადასტურებს და ნიდერლანდელ მცველს ახალ კლუბში წარმატებებს უსურვებს. 22 წლის დე ლიხტის სანაცვლოდ გერმანელები 70 მილიონ ევროს გადაიხდიან, პერიოდულად, უფრო სწორად ტიტულების მოგების შესაბამისად კი „იუვენტუსი“ „ბაირნისგან“ 10 მილიონ ევროს მიიღებს საჩუქრის სახით. დე ლიხტი, ვინც დიდი კარიერა...
ვალენსია მორიბას დატოვებას არ აპირებს
გასული სეზონის მეორე ნახევარში, გვინეის ნაკრების 19 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ილიაშ მორიბა „ვალენსიაში” გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი იყო, თუმცა ის გერმანულ „ლაფციგს” ეკუთვნოდა. ახლა მორიბა როგორც ჩანს „აიაქსში” გადადის და თუ ეს ტრანსფერი განხორციელდება, მაშინ რაღაც თანხა… „ბარსელონასაც” ერგება. ასეთი დახლართული გახლავთ ფეხბურთელთა თანამედროვე ბაზარი. გვინეელი დედისა და ლიბერიელი მამის ვაჟი პროფესიონალად ესპანეთში ჩამოყალიბდა. თავიდან „ბარსელონას”...
ტენ ჰაგი აიაქსს ტრიუმფით დაემშვიდობა
ერიკ ტენ ჰაგმა „აიაქსს” ერედივიზიონის ზედიზედ მესამე ტიტული მოაგებინა და დაემშვიდობა. ამსტერდამის სახელოვანმა გუნდმა გადამწყვეტ შეხვედრაში 5:0 მოუგო „ჰეერენვენს”. „მანჩესტერ იუნაიტედის” მომავალ მწვრთნელს ამ შეხვედრაში სამი ქულა სჭირდებოდა, რათა „ეინდჰოვენისთვის” მიუწვდომელი გამხდარიყო. ახლა, ნიდერლანდების ჩემპიონატის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე „აიაქსს” მდევარზე 4 ქულით მეტი აქვს და საქმე დამთავრებულია. ერედივიზიონიდან ჩემპიონთა ლიგის საგზურს პირველი ორი გუნდი...
მანჩესტერი ტენ ჰაგს დაუძმობილდა
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ახლა უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ახალი სეზონიდან გუნდს „აიაქსის“ ამჟამინდელი თავკაცი ერიკ ტენ ჰაგი გაუძღვება. ნიდერლანდელ სპეციალისტთან ინგლისელები კონტრაქტს 2025 წლამდე გააფორმებენ გაგრძელების პერსპექტივით. 63 წლის რალფ რანგნიკი, რომელიც მანჩესტერელებს დეკემბრის აქით წვრთნის ახალი სეზონიდან კლუბის სპორტული დირექტორის პოსტზე გადაინაცვლებს. „სასიამოვნოა, რომ უკვე ყველაფერი ოფიციალურად გაცხადდა და „მანჩესტერმა“ ჩემი დანიშვნის შესახებ გამოაცხადა, თუმც...
ტენ ჰაგმა წააგო, მაგრამ ვერ გაუბედავენ
„აიაქსი” ნიდერლანდების თასის ფინალში „პსვ ეინდჰოვენთან” 1:2 დამარცხდა, რის გამოც ამსტერდამელთა მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი მატჩის შემდეგ უგუნებოდ იყო და მომდევნო სეზონიდან „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის შესახებ ლაპარაკს თავი აარიდა. „ვფიქრობ, დროა პრეს-კონფერენცია დავასრულოთ. გონზე მოსასვლელად 24 საათი მჭირდება”, — თქვა ტენ ჰაგმა კარგი ინგლისურით, როდესაც „იუნაიტედის” შესახებ ჰკითხეს. „აიაქსისა” და პსვ-ს შეხვედრაში ანგარიში „აიაქსმა” გახსნა,...
ტენ ჰაგმა იუნაიტედის დირექტორატი დაკითხა
ერიკ ტენ ჰაგს „მანჩესტერ იუნაიტედის” შეფები გაუოგნებია. მარტში, მანკუნიანელთა დირექტორები დარენ ფლეტჩერი და ჯონ მარტოუ ამსტერდამში ყოფილან, სადაც „აიაქსის” თავკაცს შეხვედრიან და უთხოვიათ დაესახელებინა პრიორიტეტული თემები, რომლებზეც ის მათი გუნდის მწვრთნელად გახდომის შემთხვევაში იმუშავებს. „სანი” წერს, რომ ახლაღა შეიტყო, თუ რა საკითხები ჩამოუთვალა ტენ ჰაგმა „იუნაიტედის” დირექტორებს. ჰოლანდიელს იმდენი პრობლემა დაუსახელებია, რომ ფლეტჩერი და მარტოუ...
შეთანხმდნენ! შემდეგ კვირაში იტყვიან
ინგლისში დაიწერა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” „პრინციპულად და სიტყვიერად” შეუთანხმდა „აიაქსის” მწვრთნელს ეტიკ ტენ ჰაგს და ის ინგლისური გუნდის მომავალი თავკაცი გახდება. აქამდე ცნობილი იყო, რომ ჰოლანდიელი მანკუნიანელთა მიერ შერჩეულ კანდიდატთა შორთ ლისტში ლიდერობდა. ზაფხულში ტენ ჰაგი გერმანელი რალფ რანგნიკის პოზიციას დაიკავებს. ამბობენ, რომ ტენ ჰაგმა „იუნაიტედის” შეფებს მომავლის ხედვით მოაწონა თავი. ახლა, როგორც ჟურნალისტი დევიდ...









