კატეგორია: ინტერვიუ

Home ინტერვიუ
როცა თამასა ძალიან მაღლაა
ჩანაწერი

როცა თამასა ძალიან მაღლაა

საფრანგეთის ნაკრების 50 წლის მწვრთნელმა დიდიე დეშამმა „შპორტ ბილდს” ინტერვიუ მისცა. საუბარი შეეხო გერმანელი მწვრთნელის თომას ტუხელის ხელში „პარი სენ ჟერმენის” გამოსვლას, „ბაიერნის” ფრანგ ვეტერანს ფრანკ რიბერის, ბენჟამენ პავარს, კინგსლი კომანს, სერჟ გნაბრის და სხვა პიროვნებესა თუ თემებს. გთავაზობთ, ამონარიდებს ამ ინტერვიუდან. — როგორ შეაფასებდით „პარი სენ ჟერმენში” თომას ტუხელის მუშაობას? — პარიზელებს სეზონის ბოლო...

ჩანაწერი

ხიდების აგების ინჟინერი ნოდარი…

დღეს ზუსტად ცხრა წელი შესრულდა ნოდარ ახალკაცის გარდაცვალებიდან. ამ პიროვნებამ თბილისის „დინამოს“ მწვრთნელობით ქართველი ერის ისტორიაში ეპოქა შექმნა – მისი ხელმძღვანელობით „დინამომ“ ორჯერ მოიგო საბჭოთა კავშირის თასი, ერთხელ – ჩემპიონატი, ხოლო 1981 წელს – ევროპის თასების მფლობელთა თასი… რამდენიმე წლის წინ მეგობრის არქივში 1979 წლის ფუტბოლ-ჰოკეი აღმოვაჩინე, მაინც და მაინც ის ნომერი, რომელშიც ნოდარ ახალკაცის...

მათამაშეთ!
ჩანაწერი

მათამაშეთ!

“ბონჯორნო, გენაცვალე” – მყუდრო რესტორანია კრასნოდარში, როგორც იქაურები ამბობენ, ქართული რესტორანი იტალიური აქცენტით. ეს ის ადგილია, სადაც მშობლიურ გარემოს იქმნის კრასნოდარის და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, თორნიკე ოქრიაშვილი. “ოქრი” ახლაც “გენაცვალეშია” ქართველ მეგობრებთან ერთად და ცოტა ხანში ტელევიზორით მოუწევს “კრასნოდარის” საევროპალიგო გასვლითი მატჩის ყურება ბელგიურ “სტანდარდტთან”. სამწუხაროდ, სტანდარტული ვითარებაა – ოქრიაშვილი კვლავაც ტრავმირებულია და ამიტომაც...

ხორხე სამპაოლი — არგენტინული მენტალიტეტის მსხვერპლი
ჩანაწერი

ხორხე სამპაოლი — არგენტინული მენტალიტეტის მსხვერპლი

არგენტინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ „მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა ლეო მესიზე, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციაზე, მსოფლიოს ჩემპიონატზე და ბევრ სხვა საინტერესო საკითხზე. ასე მაგალითად, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტ კლაუდიო ტაპიაზე მას ცუდი არაფერი დასცდენია. ამასთან, სამპაოლიმ თავისი მომავალიც ახსენა. „გადავწყვიტე ცოტა ხანი დავისვენო, რათა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გავაანალიზო ყველაფერი, რაც მოხდა. ეს ანალიზი პირადად ჩემთვის...

გაზას ყვ…ირილი და ვინი ჯონსი
ჩანაწერი

გაზას ყვ…ირილი და ვინი ჯონსი

მსოფლიოს სპორტული ფოტოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სურათია,  როგორ უჭერს ვინი ჯონსი პოლ გასკოინს ყვერებში ხელს. ასეთი ბევრი არ არის. ნუ, ვთქვათ, როგორ ადგას თავზე გამარჯვებული კასიუს კლეი რინგზე განრთხმულ სონი ლისტონს და კიდევ რამდენიმე. ამ კაცობრიობას შემორჩენილი წამიდან 30 წელიწადი გავიდა. ეს ამბავი 1988 წლის თებერვალში, „უიმბლდონისა” და „ნიუკასლ იუნაიტედის” უგოლო შეხვედრის დროს, ყოფილ სტადიონ...

არშემდგარი დაბრუნება
ჩანაწერი

არშემდგარი დაბრუნება

მასზე ამბობდნენ, არ გაუმართლა საქართველოში რომ დაიბადა, თორემ მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდებოდაო. გია რაფავას არ გაუმართლა, როდესაც კლოდ სორელმა აითვალწუნა და ორმეტრიანი გოლიათი ნაკრებს ჩამოაშორა. სორელამდე გია რაფავამ 13-ჯერ ითამაშა ნაკრებში და გულშემატკივართა ჯილა იყო. არაადამიანური ჯანის პატრონი, მეტოქეს მეტოქეზე ანგრევდა და ბორჯღალოსანთა კაპიტნობაც მოასწრო. „რაფო“, როგორც მას შინაურულად ეძახიან, თავისიანთა თამაშს და ორ მსოფლიო...

თეთრი ანგელოზი
ჩანაწერი

თეთრი ანგელოზი

დიდი ფეხბურთელი იყო, სხვათაგან გამორჩეული, ხასიათითაც თავისებური. ეროვნულ გუნდში ადგილის დამკვიდრება არ გასჭირვებია, 20 წლისა ევროპის ჩემპიონი გახდა და საფეხბურთო სამყაროც აალაპარაკა. თანაგუნდელთა უმეტესობას ათვალწუნებული ჰყავდა, არა თამაშის გამო, სხვა მიზეზით… მის ცოლზე ამბობდნენ, პრეტენზიულიაო… მის გარშემო ათასი ჭორი დადიოდა. უტეხი იყო, თანაგუნდელებთან სულ კონფლიქტი ჰქონდა. კარიერა 1978 წელს დაიწყო სახელოვან „კიოლნში“. თითქმის ოცი წელი...

ვიცხოვროთ უბრალოდ!
ჩანაწერი

ვიცხოვროთ უბრალოდ!

„მილანის“ და იტალიის ნაკრები. მსოფლიო სამი ჩემპიონატი და ამდენივე ევროპის. ორი  ფინალი, ერთი 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის, მეორე – შარშანდელი ევროპის. ორჯერვე იმედგაცრუება. წაგება მატჩისშემდგომი პენალტებით და „ოქროს გოლით“.  ექვსჯერ სკუდეტო, სამჯერ ჩემპიონთა თასი. 16 წელი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში და 13 წელი იტალიის ნაკრებში. ოთხი წელი კლუბის და ეროვნული გუნდის კაპიტანი. პოპულარული ინგლისური ჟურნალი...

მიხეილ მესხი: მე ფეხბურთი არ მათამაშეს!
ჩანაწერი

მიხეილ მესხი: მე ფეხბურთი არ მათამაშეს!

ინტერვიუს პირველი ნაწილი ინტერვიუს მეორე ნაწილი – გავიგებ, რა ხდებაო. თურმე ნუ იტყვით, ცეკაში არაფერი იციან, პირიქით, ახალკაცს უჭერენ მხარს…  ახალკაცის გაგდება მარტო მინისტრს სურდა. საღამოს ბაზაზე ვბრუნდებით, ვარჯიში გვაქვს, მეორე დღეს მოსკოვის „დინამოს“ ვეთამაშებით. ახალკაცს ისე უჭირავს თავი, ვითომ არაფერი იცის. გაგვიკვირდა, არადა, მერე გავიგეთ, მოსკოვის „დინამოსთან“ თამაში ჩაწყობილი აქვს, ჩვენ რომ არ გავიტანოთ,...

მიხეილ მესხი: ვსვამდი, სიგარეტსაც ვეწეოდი, სხვა რამეებსაც ვაკეთებდი…
ჩანაწერი

მიხეილ მესხი: ვსვამდი, სიგარეტსაც ვეწეოდი, სხვა რამეებსაც ვაკეთებდი…

ინტერვიუს პირველი ნაწილი იხილეთ 17 თებერვლის მასალაში.   – რატომ არ გათამაშებდათ? ერთხელაც არ გიკითხავთ? – რა აზრი ჰქონდა კითხვას. რა გიპასუხოთ, არც ვიცი. ყოველთვის ერიდებოდა ძირითადში ექვსი–შვიდი თბილისელის დაყენებას. სამ–ოთხს კიდევ ეგუებოდა, მეტს ვერა. დიქტატორობა უნდოდა, თერთმეტ თბილისელთან არ გამოუვიდოდა. – იქნებ ყველაფერი თქვენი ხასიათის ბრალი იყო? მახსოვს ერთხელ გურამ ფანჯიკიძემ გკითხათ, შენზე ამბობენ…...